"კვარაცხელიამ პსჟ-ში გადასვლით შეცდომა დაუშვა და გეტყვით რატომაც..." - ცნობილმა რუსმა აგენტმა ქართველ ფეხბურთელზე ისაუბრა

AutoSharing Option
ცნობილმა რუსმა საფეხბურთო აგენტმა ანტონ სმირნოვმა ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიდან" პსჟ-ში ტრანსფერზე ისაუბრა. მან ქართველის გადაწყვეტილება უარყოფითად შეაფასა.

"კვარაცხელიას პსჟ-ში ტრანსფერი 70+ რამდენიმე მილიონ ევროდ პრაქტიკულად დასრულებულია, მაგრამ აქ საქმე ფეხბურთში კი არა, ფულშია.

ჩემი აზრით, ეს ტრანსფერი დიდი შეცდომაა, რადგან საფრანგეთის ჩემპიონატი დონით კვლავ მეხუთეა ევროპაში და პსჟ აშკარად არ არის დღეს ევროტურნირებზე დიდი წარმატების პრეტენდენტი. თანაც, 24 წელზე ნაკლებ ასაკში ხვიჩას ასეთი წარსული, წარმატებები და ნიჭი აქვს...

პარიზი, ლუვრი, ტრიუმფალური თაღი, მონმარტრი, კრუასანი და ყველაფერი ეს რა თქმა უნდა,
მშვენიერია, მაგრამ... რჩება ცუდი გემო", - წერს სმირნოვი თავის ტელეგრამ-არხზე.
მკითხველის კომენტარები / 49 /
ნაპოლიც ლობიო იყო ხვიჩას მისვლამდე.
დადებს პსჟ ლიგას ხვიჩასთან ერთად და მერე ილაპარაკეთ.
Levani
20:25 16-01-2025
8
ეს დეგენერატი რუსი, პირველ ნახევარში სამწუხაროდ სიმართლეს ამბობს პსჟ არი ლობიო გუნდი ისევე როგორც მთელი საფრანგეთის ჩემპიონატი.

მაგრამ აი ბოლოში რო იწყებს ეს დეგენერატი "ელექტრო ძიძა", პარიზი ლუვრი და კრუასანტი ეს ყველაფერი კარგიაო, რაო შე დეგენერატო რისი თქმა გინდა თითწოს Xვიჩა ისეთი უტვინო და პროვინციელი გრუზინია რომ მაგის გულზე გადავიდა პარიზში კანეშნა და მაგ ყველაფერს ვერ ხვდება არა, თქვენი რუსიც ხო არის პსჟ ში ჩმ*ორი მეკარე საფონოვი ის ხო არი "ჭკვიანი" და კვარაცხელია სულელი, ხო მიირთმევს კრუასანებს მაგას წაუკითხა ლექცია ვინმემ? იქნებ მაგანაც ეიფელის კოშკზე გაცვალა ლივერპულში და ბარსელონაში თამაშის პერპექტივა
Gurmani
19:31 16-01-2025
12
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული