"კვარაცხელიამ პსჟ-ში გადასვლით შეცდომა დაუშვა და გეტყვით რატომაც..." - ცნობილმა რუსმა აგენტმა ქართველ ფეხბურთელზე ისაუბრა

AutoSharing Option
ცნობილმა რუსმა საფეხბურთო აგენტმა ანტონ სმირნოვმა ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიდან" პსჟ-ში ტრანსფერზე ისაუბრა. მან ქართველის გადაწყვეტილება უარყოფითად შეაფასა.

"კვარაცხელიას პსჟ-ში ტრანსფერი 70+ რამდენიმე მილიონ ევროდ პრაქტიკულად დასრულებულია, მაგრამ აქ საქმე ფეხბურთში კი არა, ფულშია.

ჩემი აზრით, ეს ტრანსფერი დიდი შეცდომაა, რადგან საფრანგეთის ჩემპიონატი დონით კვლავ მეხუთეა ევროპაში და პსჟ აშკარად არ არის დღეს ევროტურნირებზე დიდი წარმატების პრეტენდენტი. თანაც, 24 წელზე ნაკლებ ასაკში ხვიჩას ასეთი წარსული, წარმატებები და ნიჭი აქვს...

პარიზი, ლუვრი, ტრიუმფალური თაღი, მონმარტრი, კრუასანი და ყველაფერი ეს რა თქმა უნდა,
მშვენიერია, მაგრამ... რჩება ცუდი გემო", - წერს სმირნოვი თავის ტელეგრამ-არხზე.
მკითხველის კომენტარები / 47 /
ეს დეგენერატი რუსი, პირველ ნახევარში სამწუხაროდ სიმართლეს ამბობს პსჟ არი ლობიო გუნდი ისევე როგორც მთელი საფრანგეთის ჩემპიონატი.

მაგრამ აი ბოლოში რო იწყებს ეს დეგენერატი "ელექტრო ძიძა", პარიზი ლუვრი და კრუასანტი ეს ყველაფერი კარგიაო, რაო შე დეგენერატო რისი თქმა გინდა თითწოს Xვიჩა ისეთი უტვინო და პროვინციელი გრუზინია რომ მაგის გულზე გადავიდა პარიზში კანეშნა და მაგ ყველაფერს ვერ ხვდება არა, თქვენი რუსიც ხო არის პსჟ ში ჩმ*ორი მეკარე საფონოვი ის ხო არი "ჭკვიანი" და კვარაცხელია სულელი, ხო მიირთმევს კრუასანებს მაგას წაუკითხა ლექცია ვინმემ? იქნებ მაგანაც ეიფელის კოშკზე გაცვალა ლივერპულში და ბარსელონაში თამაშის პერპექტივა
Gurmani
19:31 16-01-2025
1
შე ჩემისა შენი ქვეყნის ნაკრების მეკარე საფონოვიც მაგ გუნდშია და იმას უთხარი ეგ სიტყვები მით უმეტეს კვარასგან განსხვავებით გუნდს ვერაფერს ჰმატებს, აი რაც შეეხება კვარას და მის პსჟ-ში გადასვლას თუ საფრანგეთის ჩემპი მეხუთეა არც იტალიაა პირველი, როგორმე მოიგებს მოსაგებ ტიტულებს კვარა პსჟში და მერე უკვე საკმაოდ ტიტულოვანი როგორც იტალიის და საფრანგეთის ჩემპიონი ისე ლიგის მომგები ან ფინალისტი გადავა მსოფლიო გრანდში როგორც ტიტულოვანი მეგა ვარსკვლავი, კვარას პსჟ არაფერში ჭირდებოდა და ნაპოლის რო უმადურობა და ღორობა არ გამოეჩინა და დაეფასებინა თავისი ვარსკვლავი კვარა კიდევ 2-3 წელი დარჩებოდა ნაპოლიში და მერე გადავიდოდა პირდაპირ გრანდში, პსჟმ იხეირა ნაპოლის ღორობით და დაუნახავობით და კვარაც იმ 2-3 წელს სანამ გრანდისთვის საბოლოოდ მზად იქნება გაატარებს არა ნაპოლიში 1,5მილიონად არამედ პსჟ-ში 11-მილიონად,,გრანდში გადასასვლელად მომზადების კუთხით ჩაკეტილი და დაუნახავი ერის გუნდში და ჩემპიონატში დამამცირებელ ხელფასზე ჯობია თამაში თუ სანახაობრივი და გახსნილი საფრანგეთის ჩემპიონატის პირველ გუნდში უზარმაზარ ხელფასზე ეგ თუ კითხვებს იწვევს ექიმს გაესინჯეთ ბიძია,,ისე კი ხართ საექიმოები თქვენი პრეზიდენტიანად,,წარმატებები კვარას ამ გარდამავალ პერიოდში და წარმატებები მომავალი გუნდის შერჩევის პროცესში, იმედია ის შეცდომები რომელიც დაშვებული იქნა პირველი კონტრაქტის შედგენისას ეხლა აღარ დაუშვიათ ჯუღელს და მამამისს და კვარა მხოლოდ ფეხბურთის თამაშზე იქნება ორიენტირებული და აჩვენებს მთელს მსოფლიოს მისი ბოლოდროინდელი ცუდი თამაშის მიზეზს,ზოგს რო გგონიათ რო კვარას ფეხბურთის თამაში დაავიწყდა ეხლა უყურონ შორიდან ნეაპოლელებმა რა ბრილიანტი ჩაიგდეს ხელში და გაანიავეს, ნეაპოლში რო ვინმეს თუნდაც გულშემატკივარს ხმა ამოეღო და მისი ხელფასის მომატება მოეწოდებინა ლაურასთვის კვარა ეხლაც მათთან იქნებოდა,,ესე კიდე მათ კვარა დაკარგეს თან ეხლა კიარა უკვე შარშანდელი წლიდან,
gel-100
19:26 16-01-2025
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული