ოფიციალურად: ხვიჩა კვარაცხელია "პარი სენ ჟერმენის" ფეხბურთელია! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ხვიჩა კვარაცხელია "პარი სენ ჟერმენის" ფეხბურთელია, - ამის შესახებ "ეკიპი" იტყობინება.

ქართველმა დღეს დილით სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და პსჟ-სთან 4.5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

პსჟ ხვიჩას ყოფილ კლუბს "ნაპოლის" 70 მილიონ ევროს პლუს ბონუსებს გადაუხდის. "კვარა" პსჟ-ში 7-ნომრიანი მისურით ითამაშებს, მისი სეზონური გასამრჯელო კი 9+2 მილიონი იქნება.

ქართველის დებიუტი პარიზულ გუნდში 25 იანვარს "რეიმსსთან" საშინაო მატჩში შედგება.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხელშეკრულებისთვის აუცილებელი დოკუმენტაცია იტალიიდან დროულად არ გაუგზავნეს, მაგრამ როგორც გაირკვა, საბოლოოდ ყველაფერი მოწესრიგდა.

მკითხველის კომენტარები / 24 /
უდავოდ ისტორიული და ყველაზე დიდი ტრანსფერია ქართული ფეხბურთის ისტორიაში - როგორც შემდგარი ფეხბურთელი, ვარსკვლავის სტატუსით და დიდი სახელით 70 მილიონად გადადის გრანდში (ფულების თვლა მანკიერი თვისებაა მაგრამ მაინც) სადაც დიდი მოლოდინით და აღფრთოვანებით ეგებებიან. მთელი მსოფლიოს პრესა და მასმედია აშუქებს მოვლენას. არა როგორც უმნიშვნელო მოვლენას, ზოგი მეორე-მესამე ხარისხოვანი ფეხბურთელები რომ გადადიან გუნდში და ვერავინ რო ვერ იგებს არავის აინტერესებს.

ხალხო, ძალიან დიდი პატივია ეს ჩვენთვის და გავიაზროთ, (იმის გათვალისწინებით თუ რა მორალურ საზოგადოებრივი განვითარების დონეზე იმყოფება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა დღეს სამწუხაროდ), ქვეყანა ხალხი ცოტა ჭკვიანად მოვიქცეთ და შესაფერისად მოვიქცეთ, მსოფლიო გვიყურებს უკვე და თავი არ შევირცხვინოთ. ყველას არ ეხება რა თქმა უნდა, აბა ყოჩაღად! მადლობთ ყურადღებისთვის.
გულშემატკივარი
11:05 18-01-2025
1
ვულოცავ ხვიჩას და მთელ საქართველოს ნამდვილად დიდ ევროპულ ფეხბურთში შებიჯებას, მსოფლიო ასპარეზზე გასვლას ნამდვილ გრანდში და უმაღლეს დონეზე ასპარეზობას. შეეწეოდეს მას ღმერთი და ყველა სალოცავები საქართველოს სახელის ღირსეულად წარმოსაჩენად. არ მოაკლდეს მას ძალა, მხნეობა და სიმტკიცე, უმაღლესი მიზნებისაკენ მიმავალ გზაზე ბრძოლებში გასამარჯვებლად. წინ გამარჯვებისკენ, ღვთის სადიდებლად და მრავალტანჯული მშობელი ერის გასახარებლად. ამინ
+ რიგითი ქართველი გულშემატკივარი.
10:44 18-01-2025
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული