პსჟ
აქამდე პარიზელთა თამაშში მარჯვენა ფლანგსა და ჰაკიმი-დემბელეს დუეტს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, "ლანსთან" დაპირისპირებას კი ორივე ეს ფეხბურთელი
პარიზელთა მოწინააღმდეგეებმა თამაში აქტიური, მაღალი პრესინგით დაიწყეს და თავდაპირველად ენრიკეს გუნდს ბურთის დაცვიდან ამოტანა და მატჩის კონტროლი უჭირდა. შემდეგ პსჟ-მა ამას მიაღწია და სრულ უპირატესობას დაეუფლა. ტაიმის დასკვნითი ნაწილი "ლანსის" იყო და მ'ბალა ნზოლამ, წინა წლებში სერია "ა"-ში რომ გვახსოვს, მეორე ცდაზე გაიტანა. მასპინძელთა 32 წლის ბელგიელი დამრიგებელი სტილი, რომელიც თვითნასწავლ სპეციალიტად მიიჩნევა, თამაშს ეპიზოდებად კარგად ჰყოფა და პარიზელთა უპირატეაობების განეიტრალებაზე ფიქრობდა.
კვარაცხელიას გუნდის ნახევარდაცვაში კანგ-ინი ლის თამაშს გამოვარჩევთ. სამხრეთკორეელი უბრალოდ ყველგანაა, ძალიან ბევრს მოძრაობს, დაუღალავია, დაცვასაც ეხმარება, ფლანგზეც შენიშნავთ და პერიოდულად ფორვარდის ფუნქციებსაც ითავსებს. ასე ჩანს, პსჟ ამ ბიჭის გარეშე წარმოუდგენელია.
ისე კი, ლუის ენრიკეს ტაქტიკაში ზოგჯერ ყველაზე წინ მარცხენაფლანგელი ნუნუ მენდეშიც კი ვნახეთ. როცა გამოკვეთილი თავდამსხმელის გარეშე გამოდის, ესპანელი მწვრთნელი ცდილობს, შემტევებმა ადგილები გაცვალონ, მაგრამ ისიც გამოჩნდა, ვინ რომელ პოზიციაზეა უკეთესი. ყველაზე აქტუალური ახლა მარცხენა გარემარბისა და ხვიჩას საკითხია. დემბელეს არყოფნაში ბარკოლა პირველ ტაიმში მარჯვნიდან უტევდა, მაგრამ მეორეში აშკარად გამოჩნდა, მარცხენა ფლანგიდან უკეთ რომ მოქმედებს და მარჯვენა ფეხით მშვენიერი გოლიც გაიტანა. ყველაზე დიდი ალბათობა მაინც იმისაა, კვარაცხელიამა და ბარკოლამ პოზიციები გაცვალონ - ერთი როცა შეტევაში ყველაზე წინ იქნება, მეორემ ფლანგიდან იაქტიუროს. "კვარას" თავისუფლება შეზღუდული თუ არ აქვს, ის პროდუქტიულია, არაერთხელ მარჯვნივ გადმოსულიც გვინახავს, ნაკრებში კი ფორვარდის პოზიციაზეა, მაგრამ ენრიკეს დავალებასთან მოსარგებად მას გარკვეული დრო დასჭირდება. რაც "ლანსთან" დავინახეთ, პორტუგალიელი ფორვარდის, რამოშის შემოსვლის შემდეგ, პარიზელებმა უფრო სახიფათოდ შეუტიეს, გონსალო კარგად ახერხებდა, ყურადღება მიექცია, ემოძრავა და ამით გუნდს ფლანგებიდან მეტი გზა გახსნოდა. ასევე, რა თქმა უნდა, საჯარიმოში ტემპერატურამ "მოიმატა", გამოკვეთილ თავდამსხმელს თავისი უპირატესობები გააჩნია, 19 წლის დუეს კი სხვა დადებითი მხარეები აქვს.
ჩვენ ლი შევაქეთ, ისე კი პსჟ-ს შუახაზში ამის ღირსი სხვებიც არიან. მაგალითად, 20 წლის პორტუგალიელი ჟოაო ნევეში, ცოტა დროში მაგარი საგოლე პასის გაკეთება რომ მოასწრო. მისი შემოსვლის შემდეგ ემერიმ სქემაც შეცვალა. რაც შეეხება 18 წლის უორენ ზაირე-ემერის(მე-100 მატჩი გუნდში), რომელსაც პერსპექტივები და სატრანსფერო ფასი ნამდვილად არ დაეწუნება, მან მეორე ტაიმში საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია შემოგვთავაზა, ბურთი ნახევარდაცვასა და შეტევას შორის სწრაფად დააკავშირა, სასიამოვნოდ თამაშობს.
ყოფილი "ნაპოლელის", ფაბიან რუიზის შესაძლებლობები ესპანეთის ნაკრებიდანაც კარგად ვიცით, ვიტინიას კი უფრო "შავი სამუშაოს" შესრულება ევალება.
სამწუხაროა, რომ ერთ დროს მადრიდის "რეალში" გამორჩეული, 28 წლის ასენსიო, ღრმა თადარიგის ფეხბურთელია. როგორც ჩანს, ის არც გუნდის გამოცვლაზე ფიქრობს.
საბოლოოდ, პსჟ ერთ დროს ვარსკვლავებზე "ამდევნებელ" კლუბად თუ მიიჩნეოდა, ახლა აქ ახალგაზრდა და პერსპექტიული ფეხბურთელია, რომელთაც კარიერის გაგრძელება შემდეგ სხვაგან წარმოუდგენიათ. ასეთია ხვიჩა კვარაცხელიაც, რომელმაც თქვა, რომ მისი მიზანი კლუბისას ემთხვევა და რა თქმა უნდა, ეს ჩემპიონთა ლიგის მოგებას გულისხმობს!..
ნაპოლი
ჩვენ ანტონიო კონტეს ტაქტიკური სქემა თუ წარმატებისკენ მისასვლელი გზები გაგვიწუნებია, მაგრამ მის უნარებს, შეკრული და საჩემპიონო გუნდი შექმნას მაშინაც, როცა ამას არავინ ელის, სულ ვაღიარებთ. ამ გზაზე ზოგჯერ მას ინდივიდუალისტები იქნებ სულაც არ ხიბლავს, ვისაც საკუთარ თარგზე კარგად ვერ მოჭრის.
ნეაპოლელებმა პირველ წრეში "ატალანტასთან" მწარედ წააგეს, ახლა გუნდიდან ლიდერი კვარაცხელია წავიდა და ამ ფაქტორებით კონტემ გუნდი კარგად რომ დამუხტა, მატჩის შემდეგი პრესკონფერენციიდანაც იგრძნობოდა - "გუნდი გაიზარდა. სატრანსფერო ბაზრის სიტუაციებთან გამკლავებაც გვიწევა, რომელსაც ხარის მოკვლაც შეუძლია, მაგრამ ფეხზე მყარად ვდგავართ. მადლობა ბიჭებს, როცა ბაზაზე მივდივარ ბედნიერი ვარ."
როცა კვარაცხელია "ნაპოლიში" თამაშობდა, რამდენიმე შეხვედრაში მაშინაც შეგვინიშნავს ის გარემოება, როცა ჩვენებური მინდორზე არ იყო, მოწინააღმდეგეები შეტევისთვის უფრო იცლიდნენ, რითაც გუნდს კონტრშეტევებზე შედეგებს იღებდა. "ატალანტასთან" მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის, პოლიტანოს გოლი რომ განვიხილოთ, ამ ზონაში "კვარას" ირგვლივ იმდენი მოწინააღმდეგე ტრიალებდა, შეუძლებელი იყო, ამხელა სივრცე ეპოვნა. ნერეშსაც ჯერ არ დაუმსახურებია, რამდენიმე მეურვე ჰყავდეს.
ჯაკომო რასპადორის ნათქვამი, გამარჯვების ვიდეო "კვარას" გავუგზავნოთო, ძალიან ცუდი კონტექსტით მივიღეთ - ხვიჩა სხვისი წარმატება არ ეწყინება, მითუმეტეს, ამაში საკუთარი დიდი წვლილი აქვს შეტანილი...
ნეაპოლელებს გაუჭირდებათ ჩემპიონობისთვის ბრძოლა, მათი მთავარი მოწინააღმდეგე კი მაინც "ინტერი" იქნება!..
3-მე ადგილი თუ გაუმართლა ნაპოლის !
ხვიჩა და პსჟ- ვფიქრობ ლიგა ჩემპიონებისთვის გააკეთა ეს- გისურვებ გამარჯვებას.. აქვს შანსი!
მაგის მოკლე ჭკუით, ხვიჩას ნაპოლის წარმატება ეწყინება?
მოკლედ, ,,კოკასა შიგან რაცა სდგას, იგივე წარმოდინდების".