აზაროვმა შეიძლება კარიერა თურქულ გუნდში გააგრძელოს

AutoSharing Option
"შახტარის" თავდამსხმელი დანილ სიკანი დღეს დილით "ტრაპზონსპორთან" კონტრაქტის გასაფორმებლად თურქეთში ჩავიდა.

ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინის ნაკრების ფორვარდს ტრაპიზონული კლუბი 6 მილიონ ევროდ შეიძენს. "შახტარი აგრეთვე ბონუსებს და შემდგომი გაყიდვიდან პროცენტებს მიიღებს.

"ტრაპზონსპორი" "მეშახტეთა" კიდევ სამი ფეხბურთელის - ირაკლი აზაროვის, დენის პოპოვის და ალეკსანდრ ზუბკოვის შეძენას აპირებს. თურქული გუნდის მწვრთნელი შენოლ გიუნეში დარწმუნებულია, რომ მათი ტრანსფერების განსახორციელებლად არავითარი პრობლემა არ ექნებათ.

აზაროვის 2022 წელს "ტრაპზონსპორში" ბათუმის "დინამოდან" გადასვლა თითქმის გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ბოლო მომენტში კლუბები ხელშეკრულების დეტალებზე ვერ შეთანხმდნენ.

მკითხველის კომენტარები / 9 /
აზაროვი თავისუფლად ითამაშებს ტოპ 5 ჩემპიონატში დღესვე და ტრაბზონში გადასვლა არ უნდა იჩქაროს ჩემი აზრით, ძალიან მიკვირს რატომ მიდიან უკრაინის გუნდებში საკმაოდ პერსპექტიული ქართველი ფეხბურთელები (მაისურაძე, ლაცაბიძე, გაგნიძე)... ეს ფეხბურთელები ავსტრიაში, შვეიცარიაში თუნდაც საბერძნეთში ან დანიში სულ თავისუფლად გაქაჩავენ და უფრო მეტი პერსპექტივაც ექნებად, ვიდრე კოლოსში და პოლესიაში...
Givi
12:21 23-01-2025
0
შახტარიდან ტრაბზონში გადასვლა უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება,მაგრამ იმდენად მინდა ამ სვინიებს მოშორდეს ყაბულსა ვარ...ისე რავიცი ევროპაში საშუალო გუნდში თავისუფლად გაქაჩავს და რას დააკვდა ამ შახტიორს არ მესმის,ქართველს ვის გაუხარია უკრაინაში ერთი მითხარით ლობანოვსკის სიკვდილის შემდეგ ,მითუმეტეს შახტიორში?!
გახსოვთ ფოცხვერია?!გოცირიძე?!ოქრიაშვილი?!წიტაიშვილი?! ეს სია უსასრულოა და სანამ დროა დაგაზე მაქედან ირაკლი,ნაკრებში გვჭირდები...
დონ დიეგო
11:06 23-01-2025
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული