აზაროვმა შეიძლება კარიერა თურქულ გუნდში გააგრძელოს

AutoSharing Option
"შახტარის" თავდამსხმელი დანილ სიკანი დღეს დილით "ტრაპზონსპორთან" კონტრაქტის გასაფორმებლად თურქეთში ჩავიდა.

ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინის ნაკრების ფორვარდს ტრაპიზონული კლუბი 6 მილიონ ევროდ შეიძენს. "შახტარი აგრეთვე ბონუსებს და შემდგომი გაყიდვიდან პროცენტებს მიიღებს.

"ტრაპზონსპორი" "მეშახტეთა" კიდევ სამი ფეხბურთელის - ირაკლი აზაროვის, დენის პოპოვის და ალეკსანდრ ზუბკოვის შეძენას აპირებს. თურქული გუნდის მწვრთნელი შენოლ გიუნეში დარწმუნებულია, რომ მათი ტრანსფერების განსახორციელებლად არავითარი პრობლემა არ ექნებათ.

აზაროვის 2022 წელს "ტრაპზონსპორში" ბათუმის "დინამოდან" გადასვლა თითქმის გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ბოლო მომენტში კლუბები ხელშეკრულების დეტალებზე ვერ შეთანხმდნენ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
წამოდი მაგ დამპლებიდან ირაკლი თუ გინდა რაიმეს მიაღწიო , თორემ წლები გარბის .
Zofi
19:10 22-01-2025
2
მგონია რომ ფიზიკურად სუსტი რომ არის მაგიტო ვერაეწყო მაგის კარიერა ისე როგორც საჭირო იყო და ნუ ხო უკრაინელები რომლებიც ღუპავენ ქართველებს
Noko
19:55 22-01-2025
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული