"რატომ იყიდეს კვარაცხელია?! ჩვენ ბარკოლა გვყავს და ეს სიხარბის გამო გააკეთეს?! - პსჟ-ის ფანები "სიტისთან" მატჩის შემდეგ ქართველის ტრანსფერს ეხმაურებიან

AutoSharing Option
მსოფლიოს ერთ-ერთი ცნობილი სპორტული გამოცემა Sportbible პსჟ-ისა და "სიტის" შეხვედრას ეხმაურება და ხვიჩა კვარაცხელიას მისამართით სოციალურ ქსელში ფრნაგული გუნდის გულშემატკივრების გამოხმაურებას გვამცნობს.

მოგეხსენებათ, აღნიშნული დაპირისპირება პარიზელებმა 4:2 მოიგეს და მასპინძელთა 22 წლის შემტევ ბრედლი ბარკოლას ბრწყინვალე შეხვედრა ჰქონდა, რომელმაც გოლი და შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ის "პარკ დე ფრანსზე" ხვიჩა კვარაცხელიას კონკურენტად მიიჩნევა, მაგრამ ამას გუნდის მწვრთნელი ლუის ენრიკე არ ეთანხმება და ხვიჩას უნიკალურ მოთამაშედ აფასებს. ესპანელი ფიქრობს, რომ ქართველს 9 ნომერზე თამაშიც შეუძლია. 

ამის მიუხედავად, პსჟ-ის ფანები კვარაცხელიას ტრანსფერით გაკვირვებულნი
არიან და არ ესმით, რატომ გადაიბირა ახლა მათმა გუნდმა ქართვე ფეხბურთელი. გთავაზობთ იმ კომენტარებს, რომელიც Sportibble-მ გამოაქვეყნა.

"ბარკოლა ამ სეზონში კვარაცხელიას სჯობს. არ ვხუმრობ, ხვიჩა შესაძლოა, სკამზე დაჯდეს. არ მესმის, რატომ იყიდა პსჟ-მა კვარაცხელია და რატომ აირჩია თავად ფეხბურთელმა ეს გუნდი".

"არ მესმის, კვარაცხელია რატომ იყიდეს?! - ეს უბრალოდ სიხარბე იყო? შენ გყავს ბარკოლა და ახლა ამის გამო შეიძლება ის წავიდეს. რა უცნაური კლუბია".

"არ მესმის რა იყო კვარაცხელიას ყიდვის მიზანი, როცა გუნდში ასეთი მაგარი ბრედლი ბარკოლა გყავს".

"რატომ იფორმებ კვარაცხელიას, როცა გყავს ბარკოლა?! - უბრალოდ, ფორვარდი უნდა გეყიდათ".

"ჩემთვის ბარკოლა კვარაცხელიას სჯობს. უცნაური ტრანსფერია, როდესაც გყავს ფეხბურთელი, რომელიც შესაძლოა, საფრანგეთის მთავარი ვარსკვლავი გახდეს".

შეგახსენებთ, რომ პსჟ-ში კვარაცხელიას დებიუტი 26 იანვარს "რეიმსთან" საშინაო მატჩია მოსალოდნელი.
მკითხველის კომენტარები / 37 /
ორივე დააყენონ ძირითადში :)
Ზურა
23:12 23-01-2025
0
ბარკოლა ძალიან ძლიერი ფეხბურთელია. მაგრამ გუშინდელ თამაშში იყო ასეთი მაგარი და ერთი თამაშით ვერ განსჯი თუ ვინ უნდა იყოს ძირითადში. ვნახოთ მომავალში რა იქნება. ზოგის კომენტარები მაკვირვებს ხვიჩას მეუღლეზე ანდა საიდან დაასკვნეს რომ ეს კომენტარები ზანგების დაწერილია? ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეიგნოთ ზანგი შეიძლება იყოს ფრანგიც ინგლისელიც ამერიკელიც და ქართველიც. არ გინახავთ ქართველი შავკანიანი? მე მინახავს და თან თბილისში ცხოვრობენ. დედა ქართველია და მამა კონგოელი.
დავით 67
23:00 23-01-2025
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული