"მოვლენების ასეთი განვითარებისთვის, ჩვენ მზად ვიყავით" - "ნაპოლის" სპორტულმა დირექტორმა კვარაცხელიას ტრანსფერზე ისაუბრა

AutoSharing Option
"ნაპოლის" სპორტულმა დირექტორმა ჯოვანი მანამ Sky Sport Italia-სთან პსჟ-ში ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის შესახებ ისაუბრა.

როგორც იცით, ქართველი ფეხბურთელი "პარტენოპეიდან" პარიზულ გრანდში 70 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა.

"მწვრთნელმა გუნდი შესანიშნავად მოამზადა, ამიტომ მოვლენების ასეთი განვითარებისთვის, ჩვენ მზად ვიყავით. ყველას ესმის, რომ კლუბიდან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი წავიდა.

ხვიჩამ თავად გვთხოვა მისი გაყიდვა. დიდი ფეხბურთელები მოდიან და მიდიან, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას", - განაცხადა მანამ.
მკითხველის კომენტარები / 5 /
დიდი ფეხბურთელები მოდიან და მიდიან - ზუსტად და სრულად გამოხატავს ნაპოლის და მისი მესვეურ(ებ)ის საფეხბურთო ფილოსოფიას... დიდი ფეხბურთელები თქვენ არ გჭირდებათ, რადგან დიდ გუნდად (გრანდად) ჩამოყალიბების ამბიცია არ გაგაჩნიათ... ამაში არავინ გამტყუნებთ, თქვენ იცით თქვენი საქმისა, მაგრამ მაშინ უნდა აღიაროთ, რომ ხვიჩას ერთადერთი დანაშაული სწორედ ის გახლავთ, რომ ემაგ თქვენს ფილოსოფიაში ვერ და არ ჩაჯდა...
დდდ
20:02 23-01-2025
2
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში საქართველო შეხვდება იტალიას და კვარა ამოღების მაკარონნიკებს
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული