სასურველი პოზიცია, ქართველებთან ერთ ჩემპიონატში და პირველი კვირის შეფასება - ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ში თავისი დებიუტის შესახებ ისაუბრა

AutoSharing Option
ლიგა 1-ის მე-19 ტურში პსჟ-ის რიგებში ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი შედგა. მისმა ახალმა გუნდმა "რეიმსს" უმასპინძლა და ფრედ 1:1 ითამაშა.

მატჩის დასრულების შემდეგ ქართველმა მედიასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარიზულ გრანდში დებიუტითა და პირველი ასისტით მოხარულია და უფრო მეტს ივარჯიშებს, რომ თავის კლუბს გამარჯვებების მოპოვებაში დაეხმაროს.

"წარმოუდგენელი გრძნობა და ძალიან კარგი ატმოსფერო იყო. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ და ამ ბრწყინვალე ფანებისთვის და არაჩვეულებრივ თანაგუნდელებთან ერთად ვთამაშობ.

რთული მატჩი გამოვიდა, კარგს გუნდს ვეთამაშეთ და მოგება გვეკუთვნოდა, მაგრამ არ გამოვიდა. ძალიან ბედნიერი
ვარ, რომ პირველსავე შეხვედრაში საგოლე გადაცემა გავაკეთე, მაგრამ ამავდროულად იმედგაცრუებულიც, რადგან გამარჯვება ძალიან მინდოდა.

ფიზიკურად კარგ ფორმაში ვარ. უბრალოდ, ერთი თვე არ მითამაშია. ვფიქრობ, ამიტომაც ცოტა გამიჭირდა, მაგრამ მწვრთნელი და შტაბის წევრები ყველაფერს აკეთებენ, რომ მეტი ვიმუშაო ტოპ ფორმაში დასაბრუნებლად. ვაპირებ გავაგრძელო მუშაობა იმისთვის, რომ ტოპ ფორმაში ვიყო.

რომელია ჩემთვის სასურველი პოზიცია? - ვფიქრობ, შეტევაში ნებისმიერ პოზიციაზე შემიძლია თამაში. ძალიან სასიამოვნოა, როცა თავს თავისუფლად გრძნობ, როცა მიზანთან ახლოს ხარ. გუნდს აქვს სტრატეგია და შენ ეს უნდა განახორციელო. 

პსჟ-ში პირველი კვირა ძალიან კარგი გამოვიდა. კლუბი ჩემზე ძალიან ზრუნავდა და აქ ყველა პირობას გიქმნიან. შენ მარტო ვარჯიშზე უნდა იფიქრო, დანარჩენს ისინი აკეთებენ.

ჩემპიონთა ლიგა? - ვფიქრობ, ამ ტურნირზე იოლი მეტოქე არ არსებობს და "შტუტგარტთან" ადვილი გასეირნება არ იქნება. გავყვები თუ არა გუნდს გერმანიაში? - სურვილი მაქვს და თუ წამიყვანენ, სიამოვნებით წავალ.

როგორია იმავე ჩემპიონატში თამაში, რომელშიც ჟორჟ მიქაუტაძე და ზურიკო დავითაშვილი თამაშობენ?

ბედნიერი ვარ. ისინი ჩემი მეგობრები არიან, ჩვენ ძალიან ახლოს ვართ. ახლა მეტოქეები ვართ. ნაკრებში რომ შევხვდეთ, შეიძლება ცოტა ვიჩხუბოთ (იღიმის)".

ხვიჩამ დებიუტის შესახებ პოსტი Instagram-ზეც გამოაქვეყნა და დაწერა:

"პარიზო, მოგესალმები. პირველი დღე ჩემს ახალ სახლში. მადლობა არაჩვეულებრივი მხარდაჭერისთვის. საუკეთესო ჯერ კიდევ წინაა", - წერს კვარაცხელია.
მკითხველის კომენტარები / 7 /
რეიმსმა ძალიან ორგანიზებულად ითამაშა.სიმართლე გითხრათ,არ ველოდი.პსჟმაც დაასვენა,რამდენიმე ლიდერი,მაგრამ დაცვა,სისტემურად ძალიან გამართულად მუშაობდა და ალბათ ამის გამოც,უხეშობაც ნაკლებად უწევდათ.ხვიჩა,გაძლიერებული ყურადღების ქვეშ ჰყავდათ და ესე იგი,მისი ფასი,საფრანგეთშიც კარგად იციან.ხვიჩას ვულოცავ დებიუტს.უკვე დამავიწყდა,როდის ჰქონდა შედეგიანი მოქმედება,ნაპოლიში,აქ კი,პირველივე და ასე მძიმე მატჩში შესძლო.რა თქმა უნდა გუნდთან შერწყმას,ჯერ კიდევ საკმაო დრო დასჭირდება,მაგრამ კარგი დასაწყისი,საქმის ნახევარიაო და ყველაფერი კარგად იქნება.
სოსო
11:51 26-01-2025
0
დაცვაში ჩამოსვლა აღარ გინდა ხვიჩა ხომ!? ენრიკე ხომ სპალეტი და კონტე არ არის! რბილი კაცი ჩანს ენრიკე შორიდან! ისე ხანდახან წაეხმარე დაცვას! არ გამოიყურება დამაჯერებლად პსჟ დაცვის ხაზი!



მწვრთნელი
12:19 26-01-2025
5

სიახლეები პოპულარული