L'Équipe: მიქაუტაძე და ლაკაზეტი "ნანტს" პირველივე წუთებიდან ერთად შეუტევენ

AutoSharing Option
ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა L'Équipe ლიგა 1-ის მე-19 ტურის მატჩის შესახებ წერს, სადაც გიორგი მიქაუტაძის "ლიონი" გასვლაზე "ნანტს" დაუპირისპირდება.

აღნიშნული წყაროს ცნობით, ქართველი ფეხბურთელი ალექსანდრ ლაკაზეტთან ერთად მატჩს ძირითად შემადგენლობაში დაიწყებს.

პიერ საჟი 4-2-3-1 სქემას გამოიყენებს და მე-10 ნომერზე ლაკაზეტს დააყენებს. ეს სქემა კი შეხვედრის მიმდინარეობისას შესაძლოა, 4-4-2-ად გადაკეთდეს.

ინფორმაციისთვის, "ნანტისა" და "ლიონის" დღევანდელი დაპირისპირება თბილისის დროით 20:15 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ბარემ კარგი იქნებოდა, მაგრამ გარისკავს მწვრთელი? ნანტთან მართლაც შეიძლება, მაგრამ ძლიერ გუნდებთან - არა, არც ერთს არ უყვარს უკან ჩამოსვლა დაცვის დასახმაებლად. არადა რამდენი უცდება ჟორჟს ლაკაზეტის გამო, ზოგჯერ მე-80 წუთზე შეყავს, რა უნდა მოასწროს ბიჭმა 10 წუთში. ლუკაკუს მაგონებს ეს ლაკაზეტი, ძალიან მოუქნელია რა.... კი გააქვს გოლები, მაგრამ არც ისეთი შეუცვლელია რომ ჟორჟი სკამზე იჯდეს. გოლები გვჭირდება, იმედია დღეს ჟორჟი-ავტომატი გაგვახარებს.
გიგო პაპა
15:22 26-01-2025
0
მოკლედ, თუ ჟორჟმა ყოველ თამაშში გოლი არ გაიტანა, ეს მწვრთნელი ლაკაზეტს ვერ შეელევა, როგორც კონტე ლუკაკუს. აიაქსში ბრობმა გატანჯა და აქ ეს ლაკაზეტი არ ახარებს..... თანაც კაპიტანია ტიპი, როგორ გინდა რომ ამოაგდო?
გიგო პაპა
19:51 26-01-2025
0

სიახლეები პოპულარული