მიქაუტაძემ "რომაში" გადასვლა არ ისურვა

AutoSharing Option
Foot Mercato ლიგა 1-ის ფეხბურთელების შესაძლო ტრანსფერებს განიხილავს და იტყობინება, რომ გიორგი მიქაუტაძე „ლიონიდან“ არსად წასვლას არ აპირებს.

გამოცემა წერს, რომ მიქაუტაძემ „ლიონში“ თავიდან თავი კარგად ვერ წარმოაჩინა, თუმცა შემდეგ თანდათან უკეთ თამაშობს, ყველა ტურნირზე 27 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა, მშობლიურ ქალაქსა და გუნდში ბედნიერია და „გალათასარაიში“ და „რომაში“ გადასვლით დაინტერესებული არ არის.

ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ლიონი“ მზად იყო ქართველი 30 მილიონ ევროდ გაესხვისებინა.

altმიქაუტაძე სერია A-ს ერთ-ერთ გრანდში? - კლუბი არჩევანს ორ ფორვარდს შორის გააკეთებს

მკითხველის კომენტარები / 4 /
ძალიან კლასნი ფეხბურთელია ჩემი აზრით. უბრალოდ გონებრივად აშკარად უჭირს. საინტერესოა არავინ ყავს პატრონი ვინც ცოოტათი აზროვნებს და დაეხმარება ამ ბიჭს იმ კარიერის მოწყობაში რომლის ღირსიც არის? რომას რომ უარს ეტყვი და ლაკაზეტის ერთი ადგილის ყურებას არჩევ ორი წელი ლამის გაკოტრებულ კლუბში
საბა
21:27 01-02-2025
0
თავის უბანში ბირჟაობა ურჩევნია სიმონ
გენა
08:32 30-01-2025
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული