- ახლა კვარაცხელიას მომავალ შემცვლელზე ბევრს ლაპარაკობენ, მაგრამ უკვე არის პროგრესირებადი ნერესი. მას და „კვარას“ შორის რა ძირითადი განსხვავებებია?
- მე ჯერ ხვიჩას წასვლის შესახებ ვიტყოდი, რადგან სატრანსფერო ბაზარზე ან გუნდში მისი ალტერნატივის მოძებნაა საჭირო. თუ პოლიტანო ან ნერესი მწყობრში არ იქნებიან, მოკლე სათადარიგო სკამიდან გამომდინარე, არაა გამორიცხული რთული ვითარება შეიქმნას. ნერესი უდავოდ უნარიანია: ძალიან სწრაფია, მცველის მოტყუება ეხერხება და
- მოკლედ, თქვენ იმ აზრის ხართ, რომ „ნაპოლის“ შემადგენლობის სიღრმე აკლია?
- რაც აქამდე ვნახე, კონტე მხოლოდ ორ გარემარბს იყენებს. კვარაცხელიას დანაკლისი მძიმეა, რამეთუ ჩვენ ვლაპარაკობთ ფეხბურთელზე, რომელიც მოედანზე განსხვავებას ქმნის და სიტუაციას ცვლის. ასეთ შემთხვევაში მწვრთნელმა ვარიანტები უნდა შეაფასოს. იანვარში კარგი მოთამაშის დამატება ყოველთვის რთულია და თან ასეთი დონის ფეხბურთელის შეძენა საკმაოდ ძვირი დაუჯდებათ. თუ „ნაპოლის“ სკუდეტოსთვის ბოლომდე ბრძოლა სურს, ფინანსური მსხვერპლი უნდა გაიღოს და მაღალი კლასის შემტევი შეიძინოს. გადაწყვეტილების მიღება მწვრთნელს, სპორტულ დირექტორს და პრეზიდენტს მართებთ.
ხვიჩას კონკურენტები კარგ ფორმაში არიან, პსჟ-ს ლიგის შემდეგ უჭირს - მომავალ მეტოქესთან!..