01:31 01-02-2025
"მტაცებელი მგელი" - "გრანადას" რეაქცია წიტაიშვილის გოლზე [VIDEO]
AutoSharing Option
სტუმართა გუნდის მარჯვენა გარემარბმა გიორგი წიტაიშვილმა გოლი გაიტანა და ყვითელი ბარათი მიიღო. ქართველმა შეუცვლელად ითამაშა - შეფასებები: flashscore 7.7, sofascore 7.4.
კლუბი გიორგის გოლს სოციალურ ქსელში ქართული წარწერით გამოეხმაურა: „მტაცებელი მგელი“. წიტაიშვილის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ჩემპიონატის 22 მატჩში 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.
„გრანადამ“ ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა, 40 ქულით მერვე ადგილზეა და 8 თებერვალს „მირანდესს“ უმასპინძლებს.
ელდა. „პეპიკო ამატი“
ელდენსე - გრანადა 0:3
გოლები: 0:1 სტოიჩკოვი (42), 0:2 წიტაიშვილი (62), 0:3 ბრაუ (90+1)
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული