This is a modal window.
The media could not be loaded, either because the server or network failed or because the format is not supported.
მატჩის დასრულების შემდეგ გრაცელთა გუნდის მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა მიჩელ მედლმა ფეხბურთელებს ემოციურად და სახალისოდ მიმართა, რითაც კიტეიშვილიც გაამხიარულა.
"ბიჭებო, როგორც უკვე გითხარით, მჯეროდა, რომ ჩვენ ამ სისხლიან ჩემპიონთა ლიგას ხმაურით დავასრულებდით! მადლობა ჩვენს გერმანელ მეგობრებს! ჩვენ გვიყვარს ისინი და ვაფასებთ მათ, მაგრამ სახლში ნული ქულით ვაგზავნით. შეუძლიათ თვითმფრინავში სოსისები ჭამონ, ვიდრე სახლში მივლენ", - თქვა მედლმა და შემდეგ გერმანულად სკანდირება დაიწყო.
ინფორმაციისთვის, მედლი მცველი გახლდათ და "შტურმის" ერთ-ერთი გამოჩენილი წევრიც. მან გრაცული გუნდის ფორმა 2012/16-წლებში ჯამში 111 შეხვედრაში მოირგო. ის აქამდე "შტურმის" მეორე გუნდს ავარჯიშებდა, გასული წლის ნოემბერში კი გრაცელთა მთავარი კლუბის დამრიგებლის ასისტენტი გახდა.