"კვარა" სადებიუტო გოლთან ახლოს იყო - პსჟ-მა "ბრესტს" მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
Mute
Current Time 0:00
/
Duration Time 0:00
Loaded: 0%
Progress: 0%
Stream TypeLIVE
Remaining Time -0:00
 
AUTO PLAY
ლიგა 1-ის მეოცე ტურში პსჟ-მ გასვლაზე „ბრესტი“ 5:2 დაამარცხა.

სტუმართა გუნდის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონატის ზედიზედ მეორე მატჩში დააყენა ძირითად შემადგენლობაში. ქართველმა დებიუტში დემბელე ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა, მაგრამ მას გატანა მეკარე ბიზოტმა არ დაანება. შემდეგ ხვიჩას ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს. ცოტა ხანში ბარკოლამ ვერ გამოიყენა მომენტი. მერე კი ბარკოლას პასით „პარი სენ ჟერმენი“ დემბელემ დააწინაურა, რომელმაც ზედიზედ მეხუთე შეხვედრაში გაიტანა. სტუმრები სახიფათო კონტრიერიშებით პასუხობდნენ, მეკარე დონარუმამ ორჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი და პირველი ტაიმი 0:1 დასრულდა.

შესვენების შემდეგ დელ კასტილიომ ანგარიში გაათანაბრა. 57-ე წუთზე „კვარა“ საჯარიმოში ნდიაემ წააქცია, მაინც მოახერხა დარტყმა, ბურთი ბიზოტმა მოიგერია, ხოლო დამატებაზე დემბელემ გაიტანა. ხვიჩა ლუის ენრიკემ დუეთი შეცვალა, დემბელემ კი მალე ჰეთ-თრიკი შეასრულა და ისიც შეცვალეს. „ბრესტი“ არ დანებდა და აჟორკმა სხვაობა შეამცირა. თუმცა, რამუშმა დუბლი შეასრულა და "პარი სენ ჟერმენმა" გაიმარჯვა.

პსჟ 50 ქულით ლიდერია და მომდევნო მატჩს 5 თებერვალს ჩაატარებს - თასის მერვედფინალში გასვლაზე „ლე მანს“ დაუპირისპირდება.

ბრესტი. „სტად ფრანსის ლე ბლე“
ბრესტი - პსჟ 2:5
გოლები: 0:1 დემბელე (29), 1:1 დელ კასტილიო (50), 1:2 დემბელე (57), 1:3 დემბელე (62), 2:3 აჟორკი (71), 2:4 რამუში (59), 2:5 რამუში (90+7)

altკვარაცხელიასა და პსჟ-ს მატჩის დღე გუნდთან, რომელსაც მალე ჩემპიონთა ლიგაზე შეხვდებიან!..

მკითხველის კომენტარები / 25 /
ერთადერთი შანსი ხვიჩას პსჟ-ს ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე გახდეს ბარკოლის ტრამვაა,შეიძლება დემბელეს ტრამვაც.ანდა იმ დონეზე ათამაშდეს ნაპოლიში დასაწყისში როგორც თამაშობდა.არადა მოგვიწევს იმ უაზრობის ყურება რასაც ლუის ენრიკე იძულებით აკეთებს როდესაც სამ ფრთის მოთამაშეს ერთად აყენებს.
ასეა ეს
14:47 12-02-2025
0
წავიდა ისევ ისე ,რომ პასს არ აძლევენ ,ენრიკე აზრზე არ არის,მოედანი მრუდეა,თანაგუნდელები გაბუტულები არიან და სხვა უაზრობები.ბევრი რამე აკლია ხვიჩას იდეალურ ფორმამდე.პირველ რიგში საკუთარი თავის რწმენა ,რომ ბევრად მეტი შეუძლია,უეჭველად აქვს რესურსი,უდიდესი კონკურენციაა მის წინაშე და ეს უნდა გააცნობიეროს,თუ არადა ერთი ჩვეულებრივი მილიონერი იქნება
გიორგი
14:48 02-02-2025
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული