02:01 02-02-2025
დავითაშვილის მეშვიდე გოლი - კაცნაკლული "სენტ-ეტიენი" "ლილთან" დამარცხდა [VIDEO]
AutoSharing Option
სტუმრები ზურიკო დავითაშვილმა დააწინაურა - ცენტრში ბურთი რემი კაბელას აართვა, დრიბლინგით საჯარიმოში შეიჭრა, წააქციეს და მოპოვებული პენალტი თავად უზადოდ შეასრულა. მასპინძლებმა ანგარიში პირველივე ტაიმში თერთმეტმეტრიანით გაათანაბრეს. შესვენების შემდეგ ბატუბინსიკა ბოლო იმედის ჯარიმის გამო გააძევეს და „სენტ-ეტიენი“ რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა. თუმცა, სტუმრებმა შეტევები გააგრძელეს, პირისპირ გასულ დავითაშვილს გატანა მეკარე შევალიემ არ დაანება. მერე აქტიურ ქართველს გუდმუნდსონი ეუხეშა და ყვითელი ბარათი მიიღო. აქედან მოყოლებული „ლილი“ უპირატესობას დაეუფლა, კიდევ სამჯერ დალაშქრა ლარსონერის კარი და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
ზურიკო 87-ე წუთზე შეცვალეს და თავის გუნდში ყველაზე მაღალი შეფასებები მიიღო: sofascore 7.3, flashscore 7.1, whoscored 6.9. მის ანგარიშზე მიმდინარე ტურნირზე 19 მატჩში 7 გოლი და 2 საგოლე პასია.
„სენტ-ეტიენი“ ამ მომენტისთვის 18 ქულით მე-15 ადგილზეა და 9 თებერვალს „რენს“ უმასპინძლებს.
ლილი. „პიერ მორუა“
ლილი - სენტ-ეტიენი 4:1
გოლები: 0:1 დავითაშვილი (6, პენ), 1:1 დევისი (32, პენ), 2:1 სახრაუი (63), 3:1 გუდმუნდსონი (72), 4:1 სახრაუი (78)
გაძევება: ბატუბინსიკა (48, სენტ-ეტიენი)
მკითხველის კომენტარები / 3 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ზურიკო კარგ ფორმაშია შესული,რაც ძალიან კარგია. მისი კლუბი არ ვიცი რას იზავს სეზონის ბოლოს ,მაგრამ ზუკას რომ რიგი დაუდგება მთხოვნელების კი ვიცი. ჯუღელი მაგარი კაცია, ზუკას 30 მილიონად გადაიყვანს კარგ გუნდში ,მჯერა ამის. ეს კაცი სიტყვას ასრულებს. ისე აზაროვზე მინდა ვთქვა,მასაც მიხედავს ჯუღელი მოიცლის მისთვისაც, ახლა დიდი თავსატეხი კვარას ამბავი მოაგვარა. მჯერა რომ აზარა თავისიფლად გაქაჩავს ტოპ ლიგებში,თუნდაც საფრანგეთში,მაგალითად რეიმსში,ტულუზაში,ნანტში ანუ ცხრილის შუა გუნდებში. მოკლედ რა დრო დადგა, ტოპ ლიგებში ვუყურებთ ჩვემს ბიჭებს ყოველ უქმეებზე. მახსოვს 6-7 წლის წინ ყაზახეთის და კვიპროსის ლიგებში ვადევნებდი ჩვენების თამაშს თვალს,სხვა ვარიანტი არ იყო და რა მექნა. კანკავას ტობოლის თამაშებს ვუყურებდი, ხო კიდევ ჯანოს სპარტაკი იყო ყველაზე ტოპ გუნდი ჩვენთვის და ვიტესი კაშიასი. წავიდა ის დრო და ახლა ჩვენი დროა.
9
1
კი ილაპარაკეს კომენტატორებმა,მეორე საგოლე მომენტის დროს,სჯობდა მეკარისათვის თავზე გადაეგდო ბურთიო,მაგრამ ზურიკო ბურთზე წინ იმყოფებოდა,თანაც თვითონაც უკვე შეჩერებული იყო და მეკარეც უკვე ისე ახლოს მიადგა,ამის გაკეთების ვარიანტი არ ჰქონდა.ის გააკეთა,რისი გაკეთებაც ჯერ კიდევ შეიძლებოდა,მეკარისაგან მარჯვენა მხარეს დაარტყა,თუმცა მეკარემაც იცოდა,რომ სხვა ვარიანტი არ ჰქონდა და დარტყმა დაუბლოკა.ამ თამაშშიც დამცველებმა წააგეს თამაში და არც რამე ეტყობათ,რომ მათი თამაშის გამოსწორებაზე ვინმე მუშაობდეს.რაკი სენტ ეტიენმა,დაცვის გაძლიერებაზე ფული არ დახარჯა,ასე მგონია რომ ლიგა 1-დან გავარდნას, უკვე შეგუებულები არიან.თუ ვინმე ჰყავთ,ვის გამოჯანმრთელებასაც ელოდებიან და მისი იმედი აქვთ,არ ვიცი.
7
1
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
![](/images/new_photo/rss/ipn_rss_big.jpg)
უძრავი ქონება
![უძრავი ქონება](/images/new_photo/rss/116_38.jpg)
![](/images/new_photo/rss/rss_hotsale_logo.png)
140.00 k
225.00 k
220.00 k
350.00 k
სიახლეები
პოპულარული
![](/images/new_photo/rss/palitratv_sp.png)
![](/images/new_photo/allnews_new_rss.png)