დავითაშვილის მეშვიდე გოლი - კაცნაკლული "სენტ-ეტიენი" "ლილთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლიგა 1-ის მეოცე ტურში „სენტ-ეტიენი“ გასვლაზე „ლილთან“ 1:4 დამარცხდა.

სტუმრები ზურიკო დავითაშვილმა დააწინაურა - ცენტრში ბურთი რემი კაბელას აართვა, დრიბლინგით საჯარიმოში შეიჭრა, წააქციეს და მოპოვებული პენალტი თავად უზადოდ შეასრულა. მასპინძლებმა ანგარიში პირველივე ტაიმში თერთმეტმეტრიანით გაათანაბრეს. შესვენების შემდეგ ბატუბინსიკა ბოლო იმედის ჯარიმის გამო გააძევეს და „სენტ-ეტიენი“ რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა. თუმცა, სტუმრებმა შეტევები გააგრძელეს, პირისპირ გასულ დავითაშვილს გატანა მეკარე შევალიემ არ დაანება. მერე აქტიურ ქართველს გუდმუნდსონი ეუხეშა და ყვითელი ბარათი მიიღო. აქედან მოყოლებული „ლილი“ უპირატესობას დაეუფლა, კიდევ სამჯერ დალაშქრა ლარსონერის კარი და
დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

ზურიკო 87-ე წუთზე შეცვალეს და თავის გუნდში ყველაზე მაღალი შეფასებები მიიღო: sofascore 7.3, flashscore 7.1, whoscored 6.9. მის ანგარიშზე მიმდინარე ტურნირზე 19 მატჩში 7 გოლი და 2 საგოლე პასია.

„სენტ-ეტიენი“ ამ მომენტისთვის 18 ქულით მე-15 ადგილზეა და 9 თებერვალს „რენს“ უმასპინძლებს.

ლილი. „პიერ მორუა“

ლილი - სენტ-ეტიენი 4:1
გოლები: 0:1 დავითაშვილი (6, პენ), 1:1 დევისი (32, პენ), 2:1 სახრაუი (63), 3:1 გუდმუნდსონი (72), 4:1 სახრაუი (78)
გაძევება: ბატუბინსიკა (48, სენტ-ეტიენი)

alt"ხვიჩას ღვთისადმი რწმენა ეხმარება - იტალიური ეტაპი უკვე გაიარა" - ინგუშმა ფეხბურთელმა ქართველ ძმებზე ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 3 /
7 გოლი უკვე სერიოზული შედეგია! მახსოვს ბორდოში ახალ ჩასულს თამაში რო არ მისდიოდა მამამისმა თქვა, მარტო მე ვიცი რამდენს შრომობს და ამიტომ მწყდება გული პირადი სტატისტიკა ცუდი რომ აქვსო. შრომამ გამოიღო შედეგი და დღეს ზუკას ძალიან სერიოზული შედეგები აქვს! თუ სეზონის ბოლომდე ასე გააგრძელა და 15 გოლამდე ავიდა, ფასი გაუორმაგდება და დაახლოებით ჟორჟის დონის (ანუ უმაღლესი დონის) ფეხბურთელად იქცევა რომელსაც უკვე დიდი კლუბები დაუძახებენ! ყოჩაღ ზუკა, მთავარია არ გაჩერდე ძმაო
Zaza
02:36 02-02-2025
0
ზურიკო კარგ ფორმაშია შესული,რაც ძალიან კარგია. მისი კლუბი არ ვიცი რას იზავს სეზონის ბოლოს ,მაგრამ ზუკას რომ რიგი დაუდგება მთხოვნელების კი ვიცი. ჯუღელი მაგარი კაცია, ზუკას 30 მილიონად გადაიყვანს კარგ გუნდში ,მჯერა ამის. ეს კაცი სიტყვას ასრულებს. ისე აზაროვზე მინდა ვთქვა,მასაც მიხედავს ჯუღელი მოიცლის მისთვისაც, ახლა დიდი თავსატეხი კვარას ამბავი მოაგვარა. მჯერა რომ აზარა თავისიფლად გაქაჩავს ტოპ ლიგებში,თუნდაც საფრანგეთში,მაგალითად რეიმსში,ტულუზაში,ნანტში ანუ ცხრილის შუა გუნდებში. მოკლედ რა დრო დადგა, ტოპ ლიგებში ვუყურებთ ჩვემს ბიჭებს ყოველ უქმეებზე. მახსოვს 6-7 წლის წინ ყაზახეთის და კვიპროსის ლიგებში ვადევნებდი ჩვენების თამაშს თვალს,სხვა ვარიანტი არ იყო და რა მექნა. კანკავას ტობოლის თამაშებს ვუყურებდი, ხო კიდევ ჯანოს სპარტაკი იყო ყველაზე ტოპ გუნდი ჩვენთვის და ვიტესი კაშიასი. წავიდა ის დრო და ახლა ჩვენი დროა.
Რერო
11:47 02-02-2025
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული