რა იგულისხმა "ნაპოლის" სპორტულმა დირექტორმა კვარაცხელიას მხრიდან "შანტაჟში" - იტალიური პრესა განმარტავს

AutoSharing Option
5 თებერვალს "ნაპოლის" სპორტულმა დირექტორმა ჯოვანი მანამ პრესკონფერენცია გამართა, სადაც მრავალ საინტერესო საკითხზე ისაუბრა და რა თქმა უნდა, გვერდს ვერც პსჟ-ში ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერს აუვლიდა.

მანამ ქართველზე საუბრისას სიტყვა შანტაჟი ახსენა, თუმცა ამ ყველაფერს ბოლომდე შანტაჟსაც ვერ უწოდებოდა. იტალიური მედია "პარტენოპეის" სპორტული დირექტორის ამ ფრაზას გამოეხმაურა და la Repubblica-მ ეს სიტყვები შემდეგნაირად გაშიფრა.

საქმე იმაშია, რომ "ნაპოლის" ხვიჩას მხრიდან FIFA-ს მე-17 მუხლის გამოყენების ეშინოდა, რომლის საშუალებითაც ფეხბურთელს ზაფხულში გუნდიდან წასვლა დაახლოებით 10 მილიონ ევრო შეეძლებოდა, ყოველივე ეს კი იტალიურ გუნდს
დიდ ფინანსურ ზარალს მოუტანდა და "პარტენოპეი" იძულებული გახდა, ჩვენებური ახლავე გაეყიდა.

ზემოთ აღნიშნული წყარო ასევე წერს, რომ კვარაცხელიას გუნდის პირდაპირი შანტაჟი არასდროს დაუწყია, მაგრამ მას წასვლა უნდოდა, კონტრაქტს არ აგრძელებდა და ეს ყოველივე შესაძლოა, მომხდარიყო.

ინფორმაციისთვის, FIFA-ს მე-17 მუხლის მიხედვით, 28 წლამდე ფეხბურთელს ამჟამინდელი გუნდიდან წასვლა იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ თავისი განზრახვის შესახებ გუნდს ბოლო ჩატარებული მატჩიდან უახლოეს 15 დღეში შეატყობინებს, ასევე იმავე ჩემპიონატში მოთამაშე კლუბში შემდეგ 1 წელიწადში ვერ გადავა და კომპენსაციას გადაუხდის მის ამჟამინდელ გუნდს. ეს ყოველივე კი მოთამაშეს კონტრაქტის გაფორმებიდან 3 წლის შემდეგ შეუძლია. 

altმანა: თითქმის დაგვაშანტაჟეს - კვარაცხელია პსჟ-ში გადასვლაზე მაისიდან მუშაობდა

მკითხველის კომენტარები / 5 /
მე მგონი პსჟ მას ვინგერობას არც თხოვს.
მწარე
19:50 06-02-2025
1
რეალურად მართლა მთავარი პრობლემა ისაა, რომ სისწრაფე დაკარგა. მახსოვს კოვიდის დროს ესპანეთთან რომ ვითამაშეთ, ხალხს ისე ატყუებდა იფიქრებდი, რომ უმარტივესი რამე იყო მცველზე გაცდენა. იგივე იყო ნაპოლის პირველ სეზონში. მერე, სამწუხაროდ, გაქრა ეს სისწრაფე და წავიდა….იქნებ ცენტრში უკეთესია, 10იანზე მისი ადგილი ( არადა დიდი ხანია ეს პოზიცია წარსულს ჩაბარდა, მით უმეტეს დაცვაში არმომუშავე ნახევარმცველი), სამი კაცი აზის ფეხზე და დაცვას წელავს და ა.შ. იმდენად მაღალი კლასისაა, ამ დაკარგული სისწრაფის ფონზეც, რესპექტაბელური სტატისტიკა დადო და ძვირადაც გაიყიდა, მაგრამ იგივე ზაფხულში 70ს კი არა 100ს იხდიდნენ. მერე ყველაფრის მნახავი კონტე მიხვდა, რომ არც ისე შეუცვლელია გუნდისთვის და სარფიანად გაასხვისა. ახლა გზაგასაყარზეა და ვნახოთ როგორ და რა გზით წავა, ფაქტია ვინგერი უფრო სწრაფად უნდა ატყუებდეს კაცს ან სალაჰის დონის ფინიშინგი მიიღოს, რაც ძაან არარეალურია. ეს საუბარია მისი, როგორც მსოფლიო დონის ფეხბურთელის განვითარებაზე, თორემ თანამედროვე საქართველოს ისტორიაში რომ საუკეთესო ფეხბურთელია და მომდევნო 10 წელი რომ ნაკრები მის მხარზე უნდა იყოს ჩამოკიდებული, ამაზე საუბარი არცაა
M-33
16:16 06-02-2025
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული