"როდის იქნება კვარაცხელია მზად?" - ლუის ენრიკემ კითხვაზე უპასუხა

AutoSharing Option
8 თებერვალს, ლიგა 1-ის ოცდამეერთე ტურში პსჟ "მონაკოს" უმასპინძლებს. მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე პარიზული გუნდის მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ დასმულ კითხვაზე უაპასუხა.

- კვარაცხელიას "პარი სენ ჟერმენში" გადმოსვლამდე ერთი თვე არ უთამაშია და ისეთივე სპორტულ ფორმაში არ არის, როგორც მისი პარტნიორები. თქვენი აზრით, როდის იქნება მზად?
- ცხადია, როდესაც ფეხბურთელი ახალ გუნდში მოდის, ბევრ ასპექტში ადაპტაცია სჭირდება. ეს საკმაოდ ხანმოკლე პერიოდი იქნება. ჩვენ ის ხანგრძლივვადიანი პროექტისთვის დავიმატეთ. კარგი დინამიკა გვაქვს და არ ვჩქარობთ. ჩვენ არ ვნერვიულობთ.

შეხვედრა "პარკ დე
პრენსზე" თბილისის დროით 00:05 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ვინც ხვიჩას დონეს უწუნებთ და აკნინებთ, კაი ფსიქოლოგმა ეგება გიშველონ დროზე თუ მიმართავთ! წაით ბაბუა და თქვენ ითამაშეთ უკეთესად, უყურე ვინცხამ აგენს?! გადაგიდგენ ვინმე წინ?! ზრუგს რომ იფხანთ ენით, წაით და ქენით! თვარა უყურეთ და ისიამოვნეთ! შეგიძლიენ არც უყუროთ, რაც არ მოგწონს იმას რა გაყურებიებენ...
გურულო
00:08 07-02-2025
2
მგელია ეს ბიჭი და ბოღმებო გეყოთ:)
ბექა
23:55 06-02-2025
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული