"როდის იქნება კვარაცხელია მზად?" - ლუის ენრიკემ კითხვაზე უპასუხა

AutoSharing Option
8 თებერვალს, ლიგა 1-ის ოცდამეერთე ტურში პსჟ "მონაკოს" უმასპინძლებს. მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე პარიზული გუნდის მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ დასმულ კითხვაზე უაპასუხა.

- კვარაცხელიას "პარი სენ ჟერმენში" გადმოსვლამდე ერთი თვე არ უთამაშია და ისეთივე სპორტულ ფორმაში არ არის, როგორც მისი პარტნიორები. თქვენი აზრით, როდის იქნება მზად?
- ცხადია, როდესაც ფეხბურთელი ახალ გუნდში მოდის, ბევრ ასპექტში ადაპტაცია სჭირდება. ეს საკმაოდ ხანმოკლე პერიოდი იქნება. ჩვენ ის ხანგრძლივვადიანი პროექტისთვის დავიმატეთ. კარგი დინამიკა გვაქვს და არ ვჩქარობთ. ჩვენ არ ვნერვიულობთ.

შეხვედრა "პარკ დე
პრენსზე" თბილისის დროით 00:05 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 11 /
და რატო გგონიათ რომ ფორმაში არ არი!?
უტა
02:47 07-02-2025
1
მეგობარო 2 წელია მის თამაშს უყურებ და არ მიხარია რომ ვაკეთებ ესეტ კომენტარსგინდა ჰეიტი დაარქვი და გინდა რაც გინდა პაქტს ვერ გაექცევი ესეა და რა ვქნა 24 წლის მაღალი დონის ფეხბურთელი ესე არ უნდა თამაშობდეს ლუპით აკვირდებიან 30 წლის რომ გახდება კიდე დავაცადოტ მე მინდა რომ განვითარდეს და იყოს სახელოვანი მიხაროდეს მისი თვითოეული მოქმედება მინდორზე და ასახელოს საქართველო ქვეყნის სახე ბოლო ბოლო რატო უნდა მსიამოვნებდეს მისი ცუდი თამაში მერწმუნე ფეხბურთში ასე თუ ისე ჩახედული ვარ კიდევ დავამატებდი დღეის მდგომარეობით საშუალო დონის მოთამაშეა
მომხსენებელს
00:40 07-02-2025
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული