ქართველის გუნდს გაუმართლა და მისი მეტოქე მე-4 ლიგის წარმომადგენელი "სტად ბრიოჩინი" იქნება. დაპირისპირება ერთ მატჩიანი იქნება და პარიზული გუნდი მას გასვლაზე 26 თებერვალს გამართავს.
ინფორმაციისთვის, სხვა მეოთხედიფნალური წყვილები ასე შედგა: "ბრესტი" "დანკირკს", "კანი" "გენგამს", ხოლო "ანჟერი" "რეიმსს" დაუპირისპირდება.