სიომინი: ხვიჩას გოლი შედევრი იყო - ლუის ენრიკეს პრობლემა ყველას მისცა

AutoSharing Option
ცნობილმა რუსმა მწვრთნელმა, იური სიომინმა ხვიჩა კვარაცხელია ისევ შეაქო.

„ვულოცავ ხვიჩას პსჟ-ში პირველ გოლს. თანაც ეს გოლი შედევრი იყო. ერთმეტრიან სივრცეში ორი მცველი მოატყუო და გაიტანო... ეს იმაზე მეტყველებს, რომ კვარაცხელია ინდივიდუალურად ძალიან ძლიერია. მისი დონე კიდევ უფრო მაღალი იქნება, რადგან მოხვდა მწვრთნელთან, რომელსაც ესმის, ის როგორ გამოიყენოს. თავადაც ესმის, მისგან რას ითხოვენ.

ხვიჩას პსჟ-ის მთავარ ვარსკვლავს ვერ ვუწოდებდი. მათ შეტევის შესანიშნავი ტრიო ჰყავთ: ბარკოლა, კვარაცხელია, დემბელე. ახლა მწვრთნელის მთავარი პრობლემაა დაადგინოს, ვინ რომელ პოზიციაზე ითამაშებს და როგორ განალაგოს ისინი
მოედანზე. როგორც იტყვიან, ყველას მისცა ასეთი პრობლემები.

კვარაცხელია ყველაზე ძლიერი ფეხბურთელია, რომელსაც ოდესმე უთამაშია რუსეთსა და „ლოკომოტივში“. ტექნიკით მხოლოდ მარატ იზმაილოვი თუ შეედრება, მაგრამ წმინდა ფიზიკური თვალსაზრისით ხვიჩა უფრო ძლიერია“, - ციტირებს სიომინს championat-ი.

alt"წარმოუდგენელია, უბრალოდ დაფრინავს" - ლუის ენრიკემ შეგირდი შეაქო

alt"ეს მას წნეხისგან გაათავისუფლებს, გუნდს ძალიან კარგად შეეწყო" - კვარაცხელია თანაგუნდელმა შეაქო

მკითხველის კომენტარები / 9 /
კაცმა გარკვევით დაწერა რუსეთში და ლოკომოტივში მარტო ერთი კაცი თუ შეედრება ტექნიკაშიო! რატო უნდა დაწერო მაგარ ადამიანზე ის რაც არაა?
ლაშა
18:02 09-02-2025
1
კახური ანეკდოტისა არ იყოს: ხო უფროსო, "შორიდან მეც ეგრე მეგონა რომა (............), მაგრამა ახლოს რომ მივედი - მაინცა (........); პალიჩი მეგონა ხვიჩას მსგავს ტალანტებს და ტექნიკურ ფეხბურთელებს კარგად ამჩნევდა, მაგრამ საქმე-საქმეზე როცა მივიდა, აღმოჩნდა, რომ ჩვეულებრივი რუსი შოვინისტია, მაინც რუსს მარატ იზმაილოვს შეადარა კვარა. გამახსენდა რუსი კომენტატორის ფრაზა როცა მსოფლიო ნაკრების ინგლისელებთან თამაშს გადმოსცემდა: "ტეხნიჩესკი ატლიჩნო იგრაეტ მიროვაია ზვეზდა დი სტეპანო. . . ვ სტილე ნაშეგო ვალიი ბუბუკინა!!!
პ.ს. "არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითა".
ვაჟა მასწავლებელი
13:50 09-02-2025
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული