ზურიკოს "სენტ-ეტიენი" სახლში "რენთან" დამარცხდა

AutoSharing Option
ლიგა 1-ის ოცდამეერთე ტურში, „სენტ-ეტიენი“ საკუთარ მოედანზე, უმაღლეს დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისთვის ბრძოლაში ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ „რენთან“ 0:2 დამარცხდა.

პირველ ტაიმში სტუმრები კალიმუენდომ დააწინაურა. შესვენების შემდეგ მასპინძლებს ანგარიშის გათანაბრება შეეძლოთ, როდესაც დავითაშვილი მეურვეს გაექცა, ცენტრისკენ შეიწია, დაარტყა კიდეც, მაგრამ ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს. მერე „სენტ-ეტიენს“ ნაგიდამ გაუტანა და „რენმა“ გაიმარჯვა.

ქართველი 85-ე წუთზე შეცვალეს - შეფასებები: sofascore. 6.8, flashscore. 6.7, whoscored 6.4.

„სენტ-ეტიენი“ 18 ქულით მე-16 ადგილზეა და 15 თებერვალს გასვლაზე „მარსელს“ შეხვდება.

სენტ-ეტიენი. „ჟოფრუა გიშარი“
სენტ - ეტიენი - რენი
0:2

გოლები: 0:1 კალიმუენდო (15), 0:2 ნაგიდა (84)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული