"წარმოუდგენელი დარტყმითა და დრიბლინგის ნიჭითაა დაჯილდოვებული, მაგრამ საფეხბურთო IQ არ აქვს" - ფრანგი ჟურნალისტი დავითაშვილზე საუბრობს

AutoSharing Option
ფრანგმა ჟურნალისტმა რუმან მოლინამ თავის YouTube არხზე საქართველოს ნაკრებისა და "სენტ ეტიენის" შემტევ ზურიკო დავითაშვილის შესახებ ისაუბრა.

მას მიაჩნია, რომ ფეხბურთელის სანაცვლოდ "ბორდოსთვის" გადახდილი 6 მილიონი ევრო ზედმეტი იყო, რადგან ჩვენებურს მეტი მთხოვნელი არ ჰყავდა და ასევე ამბობს, რომ ზურიკოს არასტაბილურობა ახასიათებს.

"თუ ის კარგ ფორმაშია და მისი დღეა, ჩემპიონთა ლიგაზე მოთამაშე ფეხბურთელის დონეზეა. დავითაშვილი წარმოუდგენელი დარტყმითა და დრიბლინგის ნიჭითაა დაჯილდოვებული, მაგრამ საფეხბურთო IQ არ აქვს და თანაც არასტაბილურია", - თქვა მოლინამ.

ინფორმაციისთვის, დავითაშვილმა ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 20 შეხვედრაში
ითამაშა, სადაც თავი 6 გატანილი გოლითა და 2 ასისტით გამოიჩინა.
მკითხველის კომენტარები / 18 /
ნაცი ყოფილა, ეგ ხომ მხოლოდ ქოცებს აქვთ მაღალი!

იყო ქოცისტანს ბიძინა, მეფე ეშმაკთან ბმიანი,
დაბალი, “ჟმოტი”, მტარვალი, ტროლ-ბოტ მრავალი ყმიანი,
“მურუსიძეთა”მოწყალე, რუსებთან გამგებიანი,
თვით მეომარი უმწეო, კვლა მოუბარი ჭიანი!
0
მოლინა ,, ვაი შენს პატრონს. ზურიკო საოცრებაა როცა სტადიონზე გადის ყოველთვის
KAXA
23:49 12-02-2025
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული