"წარმოუდგენელი დარტყმითა და დრიბლინგის ნიჭითაა დაჯილდოვებული, მაგრამ საფეხბურთო IQ არ აქვს" - ფრანგი ჟურნალისტი დავითაშვილზე საუბრობს

AutoSharing Option
ფრანგმა ჟურნალისტმა რუმან მოლინამ თავის YouTube არხზე საქართველოს ნაკრებისა და "სენტ ეტიენის" შემტევ ზურიკო დავითაშვილის შესახებ ისაუბრა.

მას მიაჩნია, რომ ფეხბურთელის სანაცვლოდ "ბორდოსთვის" გადახდილი 6 მილიონი ევრო ზედმეტი იყო, რადგან ჩვენებურს მეტი მთხოვნელი არ ჰყავდა და ასევე ამბობს, რომ ზურიკოს არასტაბილურობა ახასიათებს.

"თუ ის კარგ ფორმაშია და მისი დღეა, ჩემპიონთა ლიგაზე მოთამაშე ფეხბურთელის დონეზეა. დავითაშვილი წარმოუდგენელი დარტყმითა და დრიბლინგის ნიჭითაა დაჯილდოვებული, მაგრამ საფეხბურთო IQ არ აქვს და თანაც არასტაბილურია", - თქვა მოლინამ.

ინფორმაციისთვის, დავითაშვილმა ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 20 შეხვედრაში
ითამაშა, სადაც თავი 6 გატანილი გოლითა და 2 ასისტით გამოიჩინა.
მკითხველის კომენტარები / 16 /
IQ ჩვენს პრემიეროვიჩს არ აქვს და დიდი ამბავი სეხნის თუ არ ექნება )))
ზურიკო
22:47 12-02-2025
1
ზურიკომ ბევრი იმუშავა საკუთარ თავზე და ახლა ყველა კომენტატორი აღნიშნავს რო დიდი პროგრესი აქვს ყოველწლიურად და უფრო და უფრო იხვეწება ყოველ წელს. სენტ ეტიენის დონეც გადაზარდა უკვე. გუნდის მიერ გატანილ გოლებში უშუალო მონაწილეობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს ლიგაში. ანუ თუ ზუკა არ გაიტანს და შექმნის გოლს სხვანაირად ვერ აგდებენ. ამას კარგი მეპასეები რომ ყავდეს არ მგონოა იგივე პსჟ-ს დუეზე ნაკლები შედეგები დადოს. ძალიან უნივერდალურია და შეტევაში ყველგან შეუძლია თამაში. დაღლა არ ეტყობა და ორივე ფეხს ხმარობს. სისწრაფე აქვს ძალიან მაღალი და დრიბლინგი სწრაფი ტემპი დროს განსაკუთრებული. დარტყმაც დახვეწა ბოლო 2 წელიწადში. მოკლედ ზუკამ სეზონი 10+ გოლით თუ დახურა ამ კლუბში საოცარი შედეგი იქნება და გინდა გავარდეს ბევრი მსურველი ეყოლება. თავისუფლად შეძლებს საფრანგეთის ოთხეულის გუნდში დამკვიდრდეს და ჩლ ითამაშოს.
Zaza
21:21 12-02-2025
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული