Le Parisien: კვარაცხელია "ტულუზას" დემბელესთან ერთად შეუტევს

AutoSharing Option
ლიგა 1-ის ოცდამეორე ტურში პსჟ სტუმრად „ტულუზას“ დაუპირისპირდება და „პარიზიენის“ ვარაუდით, პარიზული გუნდის მწვრთნელი ლუის ენრიკე ხვიჩა კვარაცხელიას სასტარტოში დააყენებს.

ესპანელი სპეციალისტი სხვადასხვა სტრატეგიას, შემადგენლობას ცდის, ოპტიმალური ტაქტიკის ძიებაშია, კვარაცხელიას როტაციის ფეხბურთელად არ მიიჩნევს და თავის მაქსიმალურად გამოჩენის საშუალებას ყველას აძლევს. ლუის ენრიკემ თქვა, რომ მისი გუნდი შეტევისთვისაა შექმნილი. და „პარი სენ ჟერმენის“ თამაში მართლაც სანახაობრივია.

გამოცემის მტკიცებით, პსჟ თამაშს შემდეგი თერთმეტეულით დაიწყებს: დონარუმა, ჰაკიმი, მარკინიოსი, ბერალდო, ერნანდესი, ლი, ნევეში, მეილიუ, ბარკოლა (ან დუე), დემბელე, კვარაცხელია.

მატჩი „სტად ტულუზეზე“ თბილისის
დროით 00:05 საათზე დაიწყება.

altშეუწყვეტს თუ არა კატარი პსჟ-ს დაფინანსებას, თუ ეს მხოლოდ საფრანგეთზე და მაკრონზე ზეწოლაა? - გეოპოლიტოლოგი განმარტავს

altბარკოლა დაისვენებს და კვარაცხელია დაიწყებს - "მილანის" რეკორდისკენ და გუნდი, რომელმაც ბოლოს პსჟ-ს მოუგო...

მკითხველის კომენტარები / 3 /
ოხ ხვიჩა, რა გვიქენი ეს. რა ტულუზები, სოშოები და ანჯირები უნდა გვაყურებინო ახლა. :/ არ დაიჯეროთ რომ საფრანგეთში ტოპ 5 არის. ტოპ 5 არ არსებობს. ინგლისი, გერმანია, იტალია და ესპანეთი.
წარმატებები, ლიგა უნდა აწიო უეჭველი, საფრანგეთის ჩემპიონატი არაფერს ნიშნავს
ლადო
14:53 15-02-2025
4
ზამენის ფეხბურთელია ჩვეულებრივი. როგორიც იყო ელმასი ნაპოლიში
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
04:23 15-02-2025
45

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული