ლუის ენრიკე: კვარაცხელიათი ძალიან კმაყოფილი ვარ - არსად გვეჩქარება

AutoSharing Option
„ბრესტთან“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გასასვლელი პლეი-ოფის საპასუხო მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე, პსჟ-ის მწვრთნელს, ლუის ენრიკეს ხვიჩა კვარაცხელიაზე დაუსვეს კითხვა.

- ახალწვეული ხვიჩა კვარაცხელია აქ დიდი ხნით ჩამოვიდა. კმაყოფილი ხართ მისი დებიუტით?
- დიახ, კმაყოფილი ვარ. ადაპტაციისთვის დრო სჭირდება. ძნელია ქვეყნის, ენის გამოცვლა, შენმა ოჯახმა ახალ გარემოში შეგუება უნდა შეძლოს. ის აქ დიდი ხანი იქნება, ჩვენ არ ვჩქარობთ და ვცდილობთ თავისი უნარებით გუნდისთვის სასარგებლო იყოს. მე ვარჯიშებზე მისი საქმისადმი დამოკიდებულებით ძალიან კმაყოფილი ვარ. არსად გვეჩქარება, გუნდში კარგადაა ინტეგრირებული. ეს პროცესი იმდენ
ხანს გაგრძელდება, რამდენიც აუცილებელია.

altხვიჩას ლიგაზე "ნაპოლისთან" ერთად მოპოვებული შედეგების გაუმჯობესება სურს - ახლა ბარკოლა დაისვენებს...

მკითხველის კომენტარები / 6 /
რას ნიშნავს პროფესიონალური მიდგომა ბოლო ბოლო მესის წვრთნიდა კაცი.აქ ჩამოწერეს უკვე.კვარა იტყვის თავის სათქმელს.
ბექა
22:17 18-02-2025
2
მალე ხვიჩა თორემ, ჩვენი ვითომ ქართველი ვაშკაცი კაცუნები, სიხარულისგან კვდებიან, ქალების შურიანობა გამიგია, მაგრამ კაცი და ბიღმა:) როცა ათამაშდება დაიმალებიან, როცა ჩავარდნები აქვს გამოექანებიან:) უკვე ვცნობ უმეტესობას:) წარმატებები ხვიჩას და ყველა ქართველ კარგ ხალხს ყველაფერში
გოგა
19:08 18-02-2025
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული