
პარიზული კლუბი ბოლო თვეების განმავლობაში ევროპაში ყველაზე თანმიმდევრულია. მათი ინტერესი წაუგებელი სერიის გაგრძელებაა. წინ "ბარსელონასთან" ან "ლივერპულთან" უფრო დიდი გამოწვევაა.
პსჟმა ბოლოს "ბრესტთან" 1985 წელს წააგო. 31 შეხვედრდაა, დედაქალაქელები იგებენ. საფრანგეთში უფრო მეტი "მონაკოს" "მონპელიესთან" გაუკეთებია - 34 მატჩში გამარჯვება 1995-2018 წლებში. ლუის ენრიკეს გუნდს შეუძლია, ამ სეზონზში "ბრესტს" მეოთხედ აჯობოს, ასეთი რამ კი მათ "მონაკოსთანაც"
ლუის ენრიკეს მთავარი ამოცანა ჩემპიონთა ლიგაა, რომელიც "ბარსელონასთან" ერთად მოუპოვებია

ენრიკეს გუნდს საქმე სამივე ტურნირზე კარგად აქვს და როტაციას არ უშინდება. შაბათისგან განსხვავებით, სასტაროში მეკარე დონარუმა, მარკინიოსი, ნუნუ მენდეში, ვიტინია და ჟოაო ნევეში უნდა დაბრუნდნენ.
რაც შეეხება შეტევას. პირველ შეხვედრაში სასტარტოში ხვიჩა კვარაცხელია არ ყოფილა. მოსალოდნელია, ახლა ქართველმა დაიწყოს და ბარკოლა, რომელიც მაშინ გააფრთხილეს, სათადარიგოთა შორის ვიხილოთ. ხვიჩას ჩემპიონთა ლიგაზე "ნაპოლისთან" ერთად მოპოვებული როგორც პირადი, ასევე გუნდური შედეგების გაუმჯობესება სურს!..
რა მოლოდონი გვაქვს ხვიჩასგან და რა უშლის ხელს მის გამოვლენას?!