ემუქრება თუ არა კვარაცხელიას გამო "ნაპოლის" სასჯელი და რამდენს მიიღებს სინამდვილეში ტრანსფერში

AutoSharing Option
იტალიური მედია იტყობინება, რომ ხვიჩა კვარაცხელიას სანაცვლოდ „ნაპოლი“ პსჟ-სგან არა 70 მილიონ ევროს, არამედ 80 მილიონს მიიღებს.

პარიზულმა კლუბმა „ნაპოლის“ 24 მილიონი იანვარში გადაუხადა, დანარჩენ თანხას კი ოთხ ტრანშად (თითოეული 14 მილიონს შეადგენს) გადაურიცხავს. ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ზაფხულში კვარაცხელიას და ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერებიდან ჯამში 155 მილიონს გამოიმუშავებს და ახალი ფეხბურთელების დამატება შეეძლება.

Calciomercato წერს, რომ „ლიონის“ პრეზიდენტმა ჯონ ტექსტორმა ხვიჩას ტრანსფერის გამო „პარი სენ ჟერმენს“ საფრანგეთის პროფესიულ ლიგაში (LFP) უჩივლა, რამეთუ მისი მტკიცებით, ქართველი რეგლამენტის დარღვევით, საზღვარგარეთიდან
დაფინანსების წყალობით შეიძინა. თუმცა, გამოცემა „ნაპოლის“ გულშემატკივრებს ამშვიდებს, რომ მათ კლუბს არავითარი სასჯელი არ ემუქრება.

alt"კონტემ დაკარგა ფეხბურთელი, რომელიც მატჩებს მარტო იგებდა" - პანდევმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 2 /
ზოგადად,ეს არაბების კლუბების ჩვეული პრაქტიკა არის და არ გამიკვირდება ასე რო იყოს ამ შემთხვევაშიც.მაგალითად,ფეირპლეის წესების დარღვევის თავიდან არიდებისთვის სიტი მანჩინის არაბული კომპანიის გავლით უხდიდა ხელფასს,ხოლო ოფიციალურად სხვა თანხას უფიქსირებდა ხელფასად.ეს ამბავი გამოიძია შესაბამისმა კომისიამ,სიტი 2 წლით მოკვეთეს ევროტურნირებიდან,ხოლო მერე გადაწყვეტილება შეცვალეს და უდანაშაულოდ სცნეს,ხოლო "უდანაშაულოს" 10 მილიონზე მეტი გადაახდევინეს. ახლაც კი,სიტის 115 ბრალდებაზე მიდის გამოძიება,დავიჯერო 115 ბლადებიდან ყველა მოგონილია? იგივე დარღვევებისთვის ევერტონი ორჯერ დასაჯეს შარშან,ხოლო სიტის არაფერს ეუბნებიან,ხოდა რატომ? გამოდის რო ქრთამის ამბავია და ვიღაცეები ფულს იღებენ,მერე საქმეს ფარცხავენ. რა გასაკვირი ამბავია,სადაც ევროპარლამენტარი იღებს ქრთამს და ისევ ევროპარალამენტშია,ხოლო ურსულას ქმარის სხვადასხვა საეჭვო გარიგებებში მონაწიეობს,უეფაში ვიღაცა მოისყიდონ რა გასაკვირია. აი,ამიტომ არ ვუჭერ მხარს პსჟ და არაბულ კლუბებს,სუფთად არ მუშაობენ და არ აკეთებენ საქმეს. აგერ მამარდაც გაიყიდა ლივერპულში და ვინმეს ეჭვი მაინც გაუჩნდა რო რაღაცა თაღლითური სქემასთან გვქონდა საქმე? რაღა ახლა არის ასეთი ამბავი? მესი გადავიდა იქ,მბაპე,ნეიმარი და ესეთი ამბავი არ ყოფილა,დავიჯერო კვარასი ასე ეშინიათ რო იგონებენ ამ ამბავს? არა ბატონებო,რაღაც სუფთად არ არის და ამიტომაც ჩივიან. აქ კვარა არაფერშუაშია,ნებისმიერზე იჩივლებდნენ და სახელს მნიშვნელი არ აქვს.ამიტომაც ნუ გამოლანძღავთ ამ სტატიის ავტორს და ან ლიონის პრეზიდენტს,ქართველებს არ გერჩიან:) და კიდევ,ევროკავშირი მოლაყბეთა და მოქრთამული ხალხის კანტორაა,იმედი მაქვს რო იქ არასოდეს შევალთ.
იასონას უდარი
08:27 28-02-2025
8
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული