
პარიზულმა კლუბმა „ნაპოლის“ 24 მილიონი იანვარში გადაუხადა, დანარჩენ თანხას კი ოთხ ტრანშად (თითოეული 14 მილიონს შეადგენს) გადაურიცხავს. ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ზაფხულში კვარაცხელიას და ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერებიდან ჯამში 155 მილიონს გამოიმუშავებს და ახალი ფეხბურთელების დამატება შეეძლება.
Calciomercato წერს, რომ „ლიონის“ პრეზიდენტმა ჯონ ტექსტორმა ხვიჩას ტრანსფერის გამო „პარი სენ ჟერმენს“ საფრანგეთის პროფესიულ ლიგაში (LFP) უჩივლა, რამეთუ მისი მტკიცებით, ქართველი რეგლამენტის დარღვევით, საზღვარგარეთიდან
დაფინანსების წყალობით შეიძინა. თუმცა, გამოცემა „ნაპოლის“ გულშემატკივრებს ამშვიდებს, რომ მათ კლუბს არავითარი სასჯელი არ ემუქრება.
"კონტემ დაკარგა ფეხბურთელი, რომელიც მატჩებს მარტო იგებდა" - პანდევმა კვარაცხელიაზე ისაუბრა