ქოჩორაშვილის "ლევანტემ" გაიმარჯვა და ლა ლიგისკენ გაიწია

AutoSharing Option
სეგუნდა დივიზიონის 29-ე ტურში „ლევანტემ“ გასვლაზე „ელდენსე“ 2:1 დაამარცხა.

ვალენსიური გუნდი აგებდა, მაგრამ შეცვლაზე შესულმა როჯერ ბრუგუემ და კარლოს ესპიმ კომპენსირებულ დროში გაიტანეს და თამაში შემოატრიალეს.

სტუმართა რიგებში ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა 82-ე წუთამდე ითამაშა - შეფასებები: sofascore 7.2, flashscore 6.8.

„ლევანტემ“ ბოლო 4 მატჩიდან 2 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა, 50 ქულით მესამე ადგილზეა, ლიდერ „უესკას“ 1 ქულით ჩამორჩება და 9 მარტს „კარტახენას“ უმასპინძლებს.

ელდა. „პეპიკო ამატი“
ელდენსე - ლევანტე 1:2
გოლები: 1:0 კოლადო (44), 1:1 ბრუგუე (90+1), 1:2 ესპი (90+4)

altქოჩორაშვილის

"ლევანტემ" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
მკითხველის კომენტარები / 4 /
თუ გადავა ლევანტე ლალიგაში არამგონია გაყიდონ ქოჩორაშვილი და თვითონაც არ უნდა წავიდეს.გიოს სტილის ნახევარმცველები არ არის ბევრი ლა ლიგაში და თავის წარმოჩენის შემთხვევაში უკეთეს კლუბშიც გადავა.
მეზღვაური
02:14 03-03-2025
2
ცუდი ისაა რომ ქოჩორა რომ გაიყვანეს მერე ათამაშდა ლევანტე და მერე გაიტანეს ორი გოლი@
zura222
00:37 03-03-2025
3

სიახლეები პოპულარული