"ენრიკემ "კვარას" გამო ამ ფეხბურთელზე თქვა უარი" - ბრიტანული გამოცემა ესპანელი სპეციალისტის არჩევანზე წერს

AutoSharing Option
პსჟ-ს მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკეს, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე "ატალანტას" გარემარბის, ადემოლა ლუკმენის დამატების შანსი ჰქონდა, თუმცა ესპანელმა სპეციალისტმა არჩევანი ხვიჩა კვარაცხელიაზე შეაჩერა, ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა Liverpool Echo ავრცელებს.

წყაროს ცნობით, 2 თვის წინ დედაქალაქურ კლუბთან მოლაპარაკებას ლუკმანის აგენტი აწარმოებდა, თუმცა პირადად ლუის ენრიკეს ჩარევით, პარიზელებმა "ნაპოლისთან" "კვარას" თაობაზე შეთავაზება გააკეთეს.

შეგახსენებთ, ლუკმენი "ატალანტას" მთავარ მწვრთნელ ჯან პიერო გასპერინისთან კონფლიქტის გამო, დიდი ალბათობით, "ბერგამოელებს" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე დატოვებს. ადემოლამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე გამართულ 30 მატჩში თავი 17 გატანილი
გოლითა და 7 საგოლე პასით გამოიჩინა.

altკვარაცხელიაზე "მზრუნველი" მენდეშის ანგოლური ფესვები, მამის ტრაგედია, "ადევნებული" მამაკაცი და მისაბაძი მაგალითი...

alt"კვარა" შეცვლაზე შევიდა - პსჟ-მა "ლივერპულთან" მატჩამდე "ლილს" ადვილად მოუგო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 8 /
კონფლიქტური პიროვნება ანუ თრაბლმეოიქერი არავის არ ჭირდება. დღეს შეიძლება მოგაგებინოს, მაგრამ ხვალ გუნდი დაგიშალოს.
ჰაჰა
11:56 03-03-2025
4
ლუკმანი მართლა ძალიან მაგარი ფეხბურთელია და გასპერინი კი იდიოტია უაზროდ და უდროოდ რომ ცვლიდა ლუკმანს და არ ათამაშებდა რამდენი თამაში წააგეს და ფრედ ითამაშეს ზუსტად გასპერინის იმ იდიოტობების გამოდა იმასაც ამოუვიდა ყელში ! მოშორდეს იმ დურაქს და ნებისმიერი ტოპ გუნდი სიხარულით წაიყვანს !
zura222
12:45 03-03-2025
13

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული