ჩაკვეტაძე ძველ ფორმას იბრუნებს - OPTA-ს სტატისტიკა ინგლისის ჩემპიონშიპზე, რომელიც ყველაფერზე მეტყველებს

AutoSharing Option
OPTA-მ ინგლისის ჩემპიონშიპიდან სტატისიკები შემოგვთავაზა, სადაც საქართველოს ნაკრებისა და "უოტფორდის" შემტევი გიორგი ჩაკვეტაძე აქტიურად ფიგურირებს.

ირკვევა, რომ ჩვენებურმა ბურთი მთლიან ჩემპიონატში ჯამში 5477 მეტრი ატარა, რაც საუკეთესო შედეგია და პირველ ადგილს იკავებს.

გიორგი ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზე გასულ "ლიდსის" წევრ ჯო როდონს თითქმის 1 კილომეტრით უსწრებს, ხუთეულის სხვა წევრებთან კი გაცილებით დიდი უპირატესობა აქვს.

ინფორმაციისთვის, ჩაკვეტაძემ ჩემპიონშიპის 34 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 2 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 16 /
ვინც სტატისტიკის გამო აკრიტიკებთ, რეალურად გიყურებიათ უოტფორდის ერთი თამაშისთვის მაინც სრულად? გუნდის მექანიზმია ჩაკვე, იმდენად გამორჩეულია საფეხბურთო ინტელექტით და უნარებით რომ ფეხბურთის დამწყებ გულშემატკივარსაც კი თვალში მოხვდება განსხვავება სხვა ფეხბურთელებთან. ტიპს გუნდში ყავს კენტავრები, მარტო სირბილი რომ იციან და 10 მომენტიდან 1 ს თუ გამოიყენებენ კაი შედეგია. საშუალო შემსრულებლების პირობებში უკვე მინიმუმ 10-12 საგოლე პასი ექნებოდა. რაც შეეხება გოლებს ცოტა არ უმართლებს მაგრამ მგონა რომ მაგ მხრივაც გამოსწორდება ყველაფერი, იმხელა პროგრესი აქვს ბოლო 2 წელში. წარმატებები ჩაკვე!!!
FeNoMeNo
15:15 05-03-2025
4
ესაა, ძალიან მშრალი სტატისტიკა. ჩაკვეს თამაში გაცილებით ეფექტრია ვიდრე ეს ციფრები. ჩვეულებრივ ბურთი 2-3 ფაზის დიაპაზონზე ამოაქვს, ქმნის უპირატესობა და დიდ განსხვავებას, რომელსაც უმოწყალოდ ანიავებენ შემტევები. წელს ის აუცილებლად ითამაშებს პრმიერლიგაში (ან უფრო მაღალი დონის ჩემპიონატში). ფასდაუდებელ სამუშაოს ასრულებს. ირონია ერთ ადგილზე გაიკეთეთ და მართლა ტაციაობა უნდა იყოს მასზე სეზონის ბოლოს.
Irakli Apkhaidze
13:29 05-03-2025
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული