როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ის ფეხბურთელებმა "ლივერპულთან" მატჩში?

AutoSharing Option
„ლივერპულთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში პსჟ სახლში „ლივერპულთან“ 0:1 დამარცხდა. მასპინძელთა გარემარბს ხვიჩა კვარაცხელიას გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაუთვალეს და 78-ე წუთზე შეცვალეს. „პარი სენ ჟერმენის“ ფეხბურთელების თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს.

Whoscored: დონარუმა 6.2, ჰაკიმი 6.3, მარკინიოსი 7.3, პაჩო 6.6, მენდეში 7.8, ნევეში 6.6, ვიტინია 7.4, ფაბიანი 6.8, ბარკოლა 7.0, კვარაცხელია 7.2, დემბელე 7.4, დუე 6.4, ზაირ-ემერი 6.0, რამუში 6.0.

Sofascore: დონარუმა 6.6, ჰაკიმი 7.2, მარკინიოსი 7.6, პაჩო 7.1, მენდეში 7.9, ნევეში 7.0, ვიტინია 7.9, ფაბიანი 7.4, ბარკოლა 7.4,
კვარაცხელია 7.8, დემბელე 7.8, დუე 7.2, ზაირ-ემერი 6.6, რამუში 6.5.

Flashscore: დონარუმა 6.1, ჰაკიმი 6.7, მარკინიოსი 7.0, პაჩო 6.7, მენდეში 7.3, ნევეში 7.0, ვიტინია 7.2, ფაბიანი 6.6, ბარკოლა 7.1, კვარაცხელია 7.5, დემბელე 7.8, დუე 7.1, ზაირ-ემერი 6.3, რამუში 5.9.

ყველაზე მაღალი შეფასებები სტუმართა გუნდის მეკარე ალისონმა მიიღო: 9.0, 9.4, 9.1.

მკითხველის კომენტარები / 14 /
დააკვირდით, ყველა თამაში, სადაც კვარა ბრწყინავს- ან წაგებულია, ან ფრეა. თარსია ეგ მეგრელი. კაია სომხეთთან ერთ თამაშში რო არ იქნება. უეჭველი წავაგებდით
რეალობა მწარეა
10:48 06-03-2025
128
იასონას უდარო, გამოგიტყდები და მეც დისლაიქი დაგიწერე :)). წაგების მიუხედავად როგორ უნდა თქვა, რომ პსჟ-მ ვერ ითამაშა ან ზოგადად ამ გუნდის გულშემატკივრობა არ შეიძლება?... სხვა გუნდის თამაშებს უყურებ თუ ბოლოს ანგარიშებს ამოწმებ? თუ მარტო ანგარიშებს უყურებ სტატისტიკური მონაცემებისთვისა ცაგეხედა, კოლოსალურ უპირატესობას ნახავდი... ასეთი დომინაცია ბევრი გინახავს ლივერპულის წინააღმდეგ? სიტის დაჩაგვრაზე, შტუდგარტში მოგებაზე და ფრანგული კლუბების კორიანტელზე რო აღარაფერი ვთქვათ?... ან კიდე თუ ამათ თამაშებს უყურებ, როგორ გიბრუნდება ენა მაგეების სათქმელად?... შეტევის უამრავი ფაზა და მრავალფეროვნება, ბურთის ტოტალური ფლობა და შეტევების კორიანტელი, ფინტები, დრიბლინგები, ფლანგებზე ქარიშხალი... სხვა რაღა და გრჩა და აბა რა მოგწონს ფეხბურთში? დღეს პსჟ იმ ფეხბურტს თამაშობს, რის გამოც ეს სპორტის სახეობა უყვარს და აგიჟებს ადამიანებს. ეგრე იყო, საკის და ანჩელოტის მილანი, გვარდიოლას ბარსა, რეალის გალაქტიკოები, კლოპის ლივერპული, დღევანდელი ბარსაც. რეავიცი გემოვნებზე არ დაობენ და მეტს აღარაფერს გეტყვი.
Irakli Apkhaidze
10:43 06-03-2025
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული