"წარმოუდგენელია, რომ ასეთი თამაშგარე დააფიქსირეს, სირცხვილია!" - დელ პიერო კვარაცხელიას გატანილ გოლზე

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მა "ლივერპულს" უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა.

ქართველ ფეხბურთელს მე-20 წუთზე გატანილი ულამაზესი გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაუთვალეს, რაზეც ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ალესანდრო დელ პიერომ Sky Sport-ის მიკროფონებთან ისაუბრა.

"პინტურიკიომ" ხვიჩას გაუქმებული გოლი სირცხვილად მიიჩნია და თქვა, რომ ქართველმა ულამაზესი დარტყმა შეასრულა.

"ის, რაც მოხდა, სირცხვილია! წარმოუდგენელია რომ ასეთი თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირეს. ხვიჩამ შესანიშნავი გოლი გაიტანა, ბურთი გააჩერა, დრიბლინგის ნაცვლად ბურთი გაისწორა, სივრცე იპოვა და გაიტანა. სირცხვილია, რომ ასეთი ლამაზი გოლი გააუქმეს", -
თქვა დელ პიერომ. 

altლუის ენრიკეს ქამბექის სჯერა და კვარაცხელიას შესახებ კითხვაზე უპასუხა

altკვარაცხელია: გოლის გაუქმებამ გული ძალიან დამწყვიტა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 12 /
იძახეთ ახლა ევროპა ევროპაო...აი ეს არის ევროპა
გივი
18:42 06-03-2025
4
სირცხვილის გრძნობა კაი ხანია გაუქმდა ზოგადათ ცხოვრებაში და ამ მომენტზე ჩვენ რომ გვეთქვა ქართველობას დააბრალებდნენ. ქუსლი ზურგით მდგომ მოთამაშის რომელიც გამოდის ბურთის მისაღებად და სივრცეს იქმნის დასარტყმელად, რანაირად იყო უპირატესობა? ეგ ვარი გაირჭვან რაკში, ვინც უპირატესობად მიიჩნია.
G.LA
16:29 06-03-2025
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული