ლუის ენრიკეს ქამბექის სჯერა და კვარაცხელიას შესახებ კითხვაზე უპასუხა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში „ლივერპულთან“ 0:1 დამარცხების შემდეგ, პსჟ-ის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ისაუბრა.

„შედეგი ძალიან უსამართლოა. მეტოქის საუკეთესო ფეხბურთელი მეკარე იყო. ჩემი გუნდით ძალიან ამაყი ვარ, მაგრამ ფეხბურთი სამართლიანი არ არის. საპასუხო შეხვედრაზე ვიფიქრებთ. იყო თუ არა ბარკოლაზე პენალტი? კომენტარის გარეშე. დიდ გუნდებთან თამაში გვიჭირს? ჩვენ „ლივერპულზე“ გაცილებით უკეთესი ვიყავით, თუმცა მათ გაიმარჯვეს. მე ნეგატიურ მომენტებს ვერ ვხედავ. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი“, - ციტირებს ლუის ენრიკეს Canal+.

ესპანელმა სპეციალისტმა AS-ს განუცხადა, რომ დასაკარგი არაფერი აქვთ, ქამბექი შესაძლებელია და რა თქმა
უნდა, ამას გააკეთებენ.

„პარიზიენი“ წერს, რომ „პარი სენ ჟერმენის“ თავკაცს ხვიჩა კვარაცხელიას მისი გუნდის რთულ სათამაშო სქემაში წარმატებულ ადაპტაციაზე დაუსვეს კითხვა. ლუის ენრიკემ უპასუხა, რომ „კვარამ“ ძალიან ადვილად მოახერხა ადაპტაცია, პსჟ-ში თამაშისთვის დიდი ფეხბურთელი უნდა იყო, არ სურს ცალკეულ მოთამაშეზე საუბარი და უნდა გუნდზე ილაპარაკოს, რომელიც ბოლომდე იბრძოლებს.

altკვარაცხელია: გოლის გაუქმებამ გული ძალიან დამწყვიტა [VIDEO]

altროგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ის ფეხბურთელებმა "ლივერპულთან" მატჩში?

altკვარაცხელიას გოლი გაუუქმეს - პსჟ-მა "ლივერპულთან" ალოგიკური მარცხი განიცადა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 21 /
ლივერპული ლივერპულია,მაგრამ ქართველებმა იყო,რომ მოთხარეს ინგლისის ჩემპიონი,ლივერპული და სახლში ჭაჭანაჭამი ჭუკებივით,რომ გაუშვეს და მერე სუპერთასზე აღარ ეთამაშნენ ტბილისის დინამოს,მერე იყო ნაპოლი და ხვიჩა,რომელმაც მთელ ლივერპულს გადაუარა და მათი ნაქები არნოლდი მოედანზევე დამარხა,რომელმაც მერე აღიარა და თქვა:წუხელი სიზმარი ვნახე ვითომ რვაფეხა ვიყავიო და ხვიჩა რვავე ფეხებშუა ბურთებს მიტარებდაო,ახლა იყო და ისევ ქართველმა,ისევ ხვიჩამ არ მოასვენა ლივერპული,მე ვიტყოდი შანტაჟის ქვეშ ყავდა მოწინააღმდეგის დაცვა და რომ არა ალისონი და ის მიკერძოებით გაუქმებული პენალტი სხვას ვერაფერს უწოდებ და ამას უდიდესი ფეხბურთის ლეგენდა დელ პიეროც აღიარებს,ლივერპული კუდამოძუებული წავიდოდა შინ,11-ში ისევ ქართველი ისევ ხვიჩა პსჟ-ს სხვა შესანიშნავ ფეხბურთელებთან ერთადი ლივერპულს შანს არ დაუტოვებს,ყოველივე ზემოჩამოთვლილიდან ვამტკიცებ,რომ პსჟ აუცილებლად გავა შემდგომ ეტაპზე,ძაან ოპტიმისტი ვარ არა?დიახ ვარ ოპტიმისტი და მიზეზებიც ოპტიმიზმისა გითხარით.
ნიანია ბაკურიანი
15:56 07-03-2025
1
ენფილდი სტუმრთა გუნდებისთვის ნამდვილი ჯოჯოხეთია.მესის ბარსენოლას 0-4 მაგონდება.
jiji
16:30 06-03-2025
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული