ბუდუმ ნავსი გატეხა - სადებიუტო ბუნდესგოლით თავის გუნდს ქულა მოუპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბუნდესლიგის 25-ე ტურში „ჰაიდენჰაიმი“ გასვლაზე „ჰოფენჰაიმს“ დაუზავდა - 1:1.

პირველი ტაიმი მასპინძლებმა 1:0 მოიგეს, შესვენების შემდეგ სტუმართა გუნდში ბუდუ ზივზივაძე შევიდა შეცვლაზე და ანგარიში გაათანაბრა.

ზივზივაზემ ჩემპიონატზე ჩატარებულ მეათე მატჩში პირველად გაიტანა, ნავსი გატეხა და იმედია, მომავალ შეხვედრებში ხშირად გამოირჩევა შედეგიანობით.

ბუდუმ, რომლის დაბადების დღე ხვალაა, ანალიტიკური საიტებისგან ორივე გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასებები მიიღო: flashscore 8.3, sofascore 8.1, whoscored 7.9.

„ჰაიდენჰაიმი“ 16 ქულით აუტსაიდერია და 16 მარტს „ჰოლშტაინს“ უმასპინძლებს.

ზინსჰაიმი. „პრეზერო არენა“
ჰოფენჰაიმი - ჰაიდენჰაიმი
1:1

გოლები: 1:0 ტაბაკოვიჩი (54), 1:1 ზივზივაძე (65)

altზივზივაძის ერთი ტაიმი და "ჰაიდენჰაიმის" მარცხი "გლადბახთან"

მკითხველის კომენტარები / 5 /
შვილო ნიკალა,რომ გამოგინასკვავს მაგ გალსტუკი და პოზიორობ მაქ,მეტი რა საქმე გაქვს?დაჯექი და წერე კომენტარები,გამიპიარე ბუდუ და რომ ჩამოვალ საქართველოში მე ვიცი შენი პატივისცემა,კარგ გერმანულ გალსტუკებს ჩამოგიტან!
კახა ზივზივაძე
11:57 10-03-2025
0
რა გინდათ სპორტალ.ჯე,ბადრისავით ჩვენც ფული გიხადოთ?არ გვაქვს ჩვენ მაგდენი შემოსავალი,ერთი ასიოდე კომენტარი დაუწერეთ ჩემს ბიჭს!
კახა ზივზივაძე
11:51 10-03-2025
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული