ბუდუმ ნავსი გატეხა - სადებიუტო ბუნდესგოლით თავის გუნდს ქულა მოუპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბუნდესლიგის 25-ე ტურში „ჰაიდენჰაიმი“ გასვლაზე „ჰოფენჰაიმს“ დაუზავდა - 1:1.

პირველი ტაიმი მასპინძლებმა 1:0 მოიგეს, შესვენების შემდეგ სტუმართა გუნდში ბუდუ ზივზივაძე შევიდა შეცვლაზე და ანგარიში გაათანაბრა.

ზივზივაზემ ჩემპიონატზე ჩატარებულ მეათე მატჩში პირველად გაიტანა, ნავსი გატეხა და იმედია, მომავალ შეხვედრებში ხშირად გამოირჩევა შედეგიანობით.

ბუდუმ, რომლის დაბადების დღე ხვალაა, ანალიტიკური საიტებისგან ორივე გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასებები მიიღო: flashscore 8.3, sofascore 8.1, whoscored 7.9.

„ჰაიდენჰაიმი“ 16 ქულით აუტსაიდერია და 16 მარტს „ჰოლშტაინს“ უმასპინძლებს.

ზინსჰაიმი. „პრეზერო არენა“
ჰოფენჰაიმი - ჰაიდენჰაიმი
1:1

გოლები: 1:0 ტაბაკოვიჩი (54), 1:1 ზივზივაძე (65)

altზივზივაძის ერთი ტაიმი და "ჰაიდენჰაიმის" მარცხი "გლადბახთან"

მკითხველის კომენტარები / 5 /
გილოცავ ბუდუ პირველ გოლს და ნავსის გატეხვას. შენ თუ გამოიყვან გუნდს სახიფათო ზონიდან
ჯონი1
00:46 10-03-2025
3
წარმატწბა ბუდუს ( მაგრამ მაგარი ლგბტ გუნდია )
gela
22:41 09-03-2025
14
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული