Daily Mercato: პსჟ-ში შეიძლება კიდევ ერთი ქართველი გადავიდეს

AutoSharing Option
Daily Mercato-ს ცნობით, პსჟ-ში შეიძლება კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ვიხილოთ.

გამოცემა იტყობინება, რომ პარიზული კლუბი თბილისის „დინამოს“ 16 წლის მარცხენა მცველით, საბა ხარებაშვილით დაინტერესდა, მას აკვირდება, შეიძლება ტრანსფერში გარკვეული როლი ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორმა ითამაშოს და „კვარამ“ „პარი სენ ჟერმენში“ გადასვლაში დაარწმუნოს.

აღნიშნულია, რომ ხარებაშვილი ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც 2024 წლის ივნისში ევროტურნირებზე მიიღო მონაწილეობა (15 წლის, 10 თვის და 8 დღის), ასაკის კვალობაზე შთამბეჭდავი აღნაგობის და სიმაღლისაა (184 სმ), თანამედროვე მცველია, ტაქტიკური უნარები გააჩნია, ცენტრშიც შეუძლია თამაში და
დიდი პოტენციალი გააჩნია.

ხარებაშვილით აგრეთვე "რეალი", „ბარსელონა“, „ბაიერნი“, "ლივერპული" და „ნაპოლი“ არიან დაინტერესებული. Transfermarkt-ის მიხედვით მისი ღირებულება 800 ათასი ევროა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ღმერთმა გისმინოთ, მაგრამ ფანტაზიასაც აქვს საზღვარი, ფამალიკაოში არ ამოყო თავი საბოლოოდ ან უნტერხახინგში
ლაშა
01:18 11-03-2025
0
რუბინშო წავა
errr
00:28 11-03-2025
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული