FICHAJES: მიქაუტაძის შემდეგი გაჩერება პრემიერლიგაა - ქართველით ლონდონური კლუბია დაინტერესებული

AutoSharing Option
FICHAJES-ის ცნობით, გიორგი მიქაუტაძით, რომელმაც მიმდინარე სეზონში „ლიონში“ 36 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა, „ვესტ ჰემი“ დაინტერესდა და მზადაა დაახლოებით 35 მილიონ ევროდ შეიძინოს.

აღნიშნულია, რომ 24 წლის მიქაუტაძემ თავი უნივერსალურ ფეხბურთელად წარმოაჩინა, მოედანზე თავისუფლად მანევრირებს, პარტნიორებს ეხმარება, პრემიერლიგის კარს მიუკაკუნა და ლონდონური გუნდის გაძლიერება შეუძლია:

„ლიონში“ იციან მათი ფორვარდის ინტერესის შესახებ, მაგრამ იმაზე იაფად ვერ შეელევიან, რამდენის მიღებასაც იმედოვნებენ. 35 მილიონით ფრანგული კლუბი სხვა პოზიციების გაძლიერებას შეძლებდა, მაგრამ ხელმძღვანელობა ბაზრის წინასწარი შესწვლის გარეშე გადაწყვეტილებას არ
მიიღებს. თავად ქართველი სეზონის მაღალ დონეზე ჩატარებაზეა კონცენტრირებული.
.
„ვესტ ჰემი“ ერთადერთი კლუბი არ არის, რომელიც ყურადღებით აკვირდება გიორგის, თუმცა როგორც ჩანს, ყველაზე დიდ ინტერესს იჩენს. თუ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება, არაა გამორიცხული პრემიერლიგა მისი დანიშნულების მომავალი ადგილი გახდეს. ტრანსფერი ზაფხულში შეიძლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გახდეს, სადაც საბოლოო სიტყვა მაინც „ლიონმა“ უნდა თქვას“.

alt"მანჩესტერში მოსაგებად წავალთ" - მიქაუტაძემ "სტიაუასთან" მატჩის შემდეგ ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 5 /
არ წავა არც ვესტ ჰემში არც ბარსაში და არც რეალშიი ! მშობლიურ ქალაქში თამაში და ცხოვრება უნდა და რა შეუკიკინეეს DD
zura222
02:30 15-03-2025
2
მონაკოში იმიტომ არ წავიდა,რომ ლიონში სურდა თამაში და ახლა,როდესაც ლიონისაგან თვალდათვალ ძლიერი,საჩემპიონთალიგო გუნდი იბადება,რატომ უნდა წავიდეს სხვაგან,რომელიც უფრო დაბალი რანგისაა?თუ მხოლოდ ხელფასს მისდევდა,მონაკოში გადავიდოდა.რა თქმა უნდა ინგლისში მეტი ხელფასი ექნება,მაგრამ ლიონელი ჟორჟისათვის ლიონში დარჩენა,ვფიქრობ უფრო მნიშვნელოვანი იქნება,რაღაცა ხანი მაინც და თვითონ კლუბის მეპატრონეთა სურვილი თუ არ იქნა,თვითონ არსად გაიწევს.მომავალ სეზონში,ის ლიონის სასტარტოს ფეხბურთელი თუ არ გახდება,საკმაოდ დიდ დროს აუცილებლად მიიღებს,რადგან მისი აქციების ფასი,სულ უფრო ზევით მიიწევს და შეიძლება ითქვას,რომ ლაგაზეტისას უახლოვდება.
სოსო
00:55 15-03-2025
1

სიახლეები პოპულარული