პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "მარსელს" 2:0 ამარცხებს

AutoSharing Option
ლიგა 1-ის 26-ე ტურში, პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ „მარსელს“ 2:0 ამარცხებს.

„პარი სენ ჟერმენის“ მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „ლივერპულთან“ მატჩისგან განსხვავებით ძირითად შემადგენლობაში სამი ცვლილება განახორციელა, კვარაცხელია კი ისევ სასტარტოში დააყენა. მე-17 წუთზე კვარაცხელიამ ცენტრში ბურთი თავით ფაბიანს დაუგდო, რომელმაც დემბელეს პასი გაუკეთა და მან მასპინძლები დააწინაურა. აქედან მოყოლებული სტუმრებმა შეუტიეს, მაგრამ ვერ იხეირეს. სამაგიეროდ პარიზელებმა იხეირეს, როდესაც ფაბიანის გარღვევის შედეგად რულის კარი მენდეშმა დალაშქრა.

პარიზი. „პარკ დე პრენსი“
პსჟ - მარსელი
გოლები: 1:0 დემბელე (17), 2:0 მენდეში (42)

altბოლო მატჩი

სანაკრებო პაუზამდე და პსჟს მწვრთნელის დილემა - დღეს სამივე ქართველია...
მკითხველის კომენტარები / 2 /
რა ჯანდაბაა,ხვიჩას ვერ ხედავენ თუ გამჭვირვალეა პსს,რომ არ აძლევენ.მისთვის თამაშობენ.
ჯუჯი
01:05 17-03-2025
4
თავს არ იკლავენ,არც ხვიჩა,მარა ნებისმიერ წამს იგრძნობა მისი გავლენა, მუდმივად 2 კაცი უდგას
ქართველი
00:53 17-03-2025
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული