
„პარი სენ ჟერმენის“ მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „ლივერპულთან“ მატჩისგან განსხვავებით ძირითად შემადგენლობაში სამი ცვლილება განახორციელა, კვარაცხელია კი ისევ სასტარტოში დააყენა. მე-17 წუთზე კვარაცხელიამ ცენტრში ბურთი თავით ფაბიანს დაუგდო, რომელმაც დემბელეს პასი გაუკეთა და მან მასპინძლები დააწინაურა. აქედან მოყოლებული სტუმრებმა შეუტიეს, მაგრამ ვერ იხეირეს. სამაგიეროდ პარიზელებმა იხეირეს, როდესაც ფაბიანის გარღვევის შედეგად რულის კარი მენდეშმა დალაშქრა.
პარიზი. „პარკ დე პრენსი“
პსჟ - მარსელი
გოლები: 1:0 დემბელე (17), 2:0 მენდეში (42)
ბოლო მატჩი
სანაკრებო პაუზამდე და პსჟს მწვრთნელის დილემა - დღეს სამივე ქართველია...