კვარაცხელია ისევ ლიგა 1-ის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია

AutoSharing Option
Transfermarkt-მა ლიგა 1-ის ფეხბურთელების ფასები განაახლა და მიუხედავად იმისა, რომ პსჟ-ის გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას ღირებულება 5 მილიონი ევროთი შემცირდა და 80 მილიონია, ის მაინც ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია.

ამ მონაცემებით რეიტინგში მეორე ადგილზე 75 მილიონით უსმან დემბელეა (პსჟ+20 მლნ), მესამეზე კი 70 მილიონით ბრედლი ბარკოლა (პსჟ+5 მლნ).

„ლიონის“ თავდამსხმელის გიორგი მიქაუტაძის ფასმა 2 მილიონით მოიმატა და 20 მილიონი გახდა. „სენტ-ეტიენის“ ნახევარმცველის ზურიკო დავითაშვილის ღირებულებაც 2 მილიონით გაიზარდა და ახლა 10 მილიონია.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ვინც ამ გვერდის ერთგული მკითხველი ვართ ეგ ყველამ ვიცით. შენი კომენტარებიც როცა მხვდება ყოველთვის ადეკვატური და საინტერესო წასაკითხია. კარგი ადამიანი ხარ გაიხარე.
სოსოს
15:14 26-03-2025
0
ძაან გაბერილი ფასია 80 ლიმონი კვარაცხელიაში, ეგ სადღაც მაქსიმუმ ნახევარი ღირს, პროსტო ხდება ხოლმე ეგეთი კურიეზები ფეღბურთში. დემბელე კი, მეტიც უნდა ღირდეს.
zura222
13:07 25-03-2025
30

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული