
რა თქმა უნდა, სიას სათავეში პსჟ-ის ფეხბურთელები უდგანან და საწყისი 11 მოთამაშე სწორედ პარიზული გუნდიდანაა. მე-12 პოზიციას კი "მარსელის" ახალწვეული ადრიენ რაბიო იკავებს.
პსჟ-ის ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია როგორც საკუთარ გუნდში, ისე ლიგა 1-ში, ანაზღაურებით მე-5-6-ე ადგილებს თანაგუნდელ ვიტინიასთან იყოფს.
ქართველი თვეში 900 000 ევროს გამოიმუშავებს. სიას სათავეში უსმან დემბელე უდგას, რომლის თვიური ხელფასიც 1 500 000 ევროა. ათეული ასე გამოიყურება:
1) უსმან დემბელე - 1
2) მარკინიოსი - 1 200 000 ევრო
3) ლუკას ერნანდესი - 1 100 000 ევრო
3) აშრაფ ჰაკიმი - ერნანდესის მსგავსი ანაზღაურება (1 100 000 ევრო).
5) ვორენ ზაირი-ემერი - 950 000 ევრო
6) ვიტინია - 900 000 ევრო
6) ხვიჩა კვარაცხელია - ვიტინიას მსგავსი ანაზღაურება (900 000 ევრო).
8) ჯანლუიჯი დონარუმა - 849 500 ევრო
9) ნუნუ მენდეში - 800 000 ევრო
10) პრესნელ კიმპემბე - 640 000 ევრო
რა გასაკვირია, რომ ლიგა 1-ის ყველაზე მაღალანაზღაურებად მწვრთნელებს შორის პირველ ადგილზე პსჟ-ის თავკაცი ლუის ენრიკეა, რომელიც თვეში 1 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
მეორე პოზიციას "მარსელის" დამრიგებელი რობერტო დე ძერბი 550 000 ევროთი, მესამე ადგილს კი გიორგი მიქაუტაძის "ლიონის" მწვრთნელი პაულო ფონსეკა 320 000 ევროთი იკავებს.