[ოთხშაბათის საკითხავი] დაყოვნება აღარ შეიძლება!

AutoSharing Option
ხმა ღვთისა და ხმა ერისაო, ნათქვამია. ბოლო დროის წარუმატებლობებმა კიდევ უფრო გააცხოველა მსჯელობა ქართული ფეხბურთის ჭირზე.

ყველა თანხმდება ერთზე: ის, რომ ჩვენი ფეხბურთელები ჩამორჩნენ ევროპულ რიტმს, დიდწილად იმის ბრალია, რაც ბავშვთა ფეხბურთში ხდება...

...იქ რომ ყველაფერი წესრიგში არ არის, ფაქტია. მოვიყვანთ მხოლოდ ერთ მაგალითს: ჩვენი კლუბებისა თუ ნაკრებების მწვრთნელებს ისეთ ელემენტარულ ნიუანსებზე უწევთ ყურადღების გამახვილება, ბავშვთა ფეხბურთში დასაქმებული ბევრი მწვრთნელი, წესით, სირცხვილით უნდა იწვოდეს...

რა თქმა უნდა, ჩვენ გვყავს ფეხბურთში ბოლომდე ჩახედული, მართლაც კვალიფიციური ბავშვთა მწვრთნელები, მაგრამ მათი რაოდენობა, სამწუხაროდ,
ძალიან მცირეა. თუ დავაკვირდებით, იმ ქართველ ფეხბურთელებს, ასე თუ ისე, წარმატებით რომ თამაშობენ ეროვნულ ნაკრებსა თუ უცხოურ კლუბებში, ძირითადად ერთი და იგივე სპეციალისტები ზრდიან. იმას, რასაც ჩვენ ახლა დავწერთ, მათ არამც და არამც არ ეხებათ...

ახლა ჩვენთან ბევრი საუბრობს იმაზე, რომ იმ დაფინანსების სოლიდური ნაწილი, რომელსაც ახლა ქართული კლუბები სახელმწიფოსაგან იღებენ, ბავშვთა ფეხბურთისკენ უნდა წავიდეს. ამ თემას ქვემოთ კიდევ დავუბრუნდებით, მანამდე კი წინ წამოვწევთ ორ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც წინ უნდა უსწრებდეს ბავშვთა ფეხბურთის პირდაპირ დაფინანსებას თუ საქართველოში უფასო საფეხბურთო აკადემიების გახსნას.

პირველ რიგში, უნდა მოხდეს ჩვენს ბავშვთა ფეხბურთში დასაქმებული აბსოლუტურად ყველა მწვრთნელის შემოწმება. ეს ძალიან შრომატევადი, მაგრამ საშური საქმეა. ამის გარეშე წყალში იქნება გადაყრილი ის ფული, რომელიც უნდა მიიმართოს ფეხბურთის ამ მართლაც უმნიშვნელოვანესი სეგმენტისკენ.

საიდუმლო არავისთვისაა, რომ ბავშვთა ფეხბურთში დღეს ბევრი ისეთი "სპეციალისტი" საქმიანობს, რომლის სამწვრთნელო განათლების დონე ნულს ძლივს, ან საერთოდ ვერ სცდება. ამას თან სდევს მახინჯი საბჭოური გადმონაშთები, რაც დღეს ისევ მტკიცედაა ფესვგადგმული ჩვენს ბავშვთა ფეხბურთში. მაქსიმალური კარტ-ბლანში უნდა მივცეთ ახალგაზრდა, სწავლაზე, ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებულ პროგრესირებად კადრებს.

აუცილებლად უნდა მოხდეს საქართველოში არსებული ყველა საბავშვო სკოლის რევიზია. აქ არ ვგულისხმობთ მხოლოდ ფორმალურ შემოწმებას. ის სკოლა, რომელიც ოდნავაც ვერ აკმაყოფილებს ელემენტარულ მოთხოვნებს, აუცილებლად უნდა დაიხუროს.

რა თქმა უნდა, გულისწყვეტა იქნება, მაგრამ დღეს ჩვენი ფეხბურთი ისეთ დღეშია, ფედერაცია ყველას კოჭს ნამდვილად ვერ გაუგორებს.

მხოლოდ ამის შემდეგ ექნება აზრი ბავშვთა ფეხბურთისკენ სოლიდური ფინანსების მიმართვას.

მოდით, შევთანხმდეთ: საქართველოს რეალობიდან გამომდინარე, თუ ჩვენ გვინდა, რომ შედეგი გვქონდეს, ბავშვთა ფეხბურთი უნდა გახდეს გაცილებით შეღავათიანი, ვიდრე დღეს არის. კარგი იქნებოდა, ის სულაც უფასო ყოფილიყო, თუმცა ეს ძალიან რთული საკითხია და დიდ დაფინანსებას მოითხოვს. თუ ეს შესაძლებელი იქნება, ამას არაფერი აჯობებს.

დღეს ძალიან ბევრი მწვრთნელი ხარისხზე კი არა, რაოდენობაზე ფიქრობს. მისი მიზანია, რაც შეიძლება, მეტი ბავშვი ჰყავდეს გუნდში და, შესაბამისად, მეტი თანხა აიღოს ბავშვის მშობლებისაგან თვის ბოლოს. რა თქმა უნდა, ფული ყველას სჭირდება, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ბავშვის მომავალი იღუპება.

მწვრთნელს რაც შეიძლება მეტი ბავშვი სჭირდება გუნდში, რათა თვის ბოლოს კმაყოფილი დარჩეს. ის კარგად ატყობს, რომ მოზარდისგან ფეხბურთელი არ დადგება, მაგრამ ამას არც მას უმხელს და არც მის მშობელს.

შესაბამისად, მშობელიც და ბავშვიც ბოლომდე იმედიანად არიან. ამ დროს მოზარდი ორ კურდღელს დასდევს. ფეხბურთი და სწავლა ძალიან ხშირად ერთად არ გამოდის, საქართველოში - მაინც. ბავშვი წიგნს აგდებს და ბურთს ირჩევს. მერე მისგან ან საერთოდ არ გამოდის ფეხბურთელი, ან - ძალიან დაბალი დონის. ის იძულებელია, ცხოვრების საუკეთესო წლები ან საერთოდ უსამსახუროდ გაატაროს, ან სადმე დაბალი დონის გუნდში სდიოს ბურთს თვეში 200-300 ლარად.

მეორეც: ძალიან ბევრი მწვრთნელისგან გამიგონია, რომ მათ მშობლები უხდიან ფულს და ისინი, უნდათ თუ არა, პასუხს აგებენ შედეგზე. რაზეა ლაპარაკი, როცა შედეგს სთხოვ ბავშვს იმ ასაკში, როცა მან ფეხბურთი მხოლოდ სიამოვნებისთვის უნდა ითამაშოს. მას ხომ საფეხბურთო ცხოვრებაში აღარასოდეს დაუბრუნდება ეს პერიოდი...

როდესაც მწვრთნელს ექნება ფიქსირებული ხელფასი, ის აღარ დააყენებს რაოდენობას ხარისხზე წინ. ჩვენს არაერთ საფეხბურთო სკოლაში სწორედ ასეა, მაგრამ ეს საქმეს ნაკლებად შველის. ბევრი მწვრთნელი, განსაკუთრებით რეგიონებში, ჯერაც ბავშვების ოჯახების მიერ გადახდილი თანხით არსებობს.

თუ თბილისში ბავშვთა ფეხბურთი მეტნაკლებად მოექცა რაღაც მისაღებ ჩარჩოებში, რეგიონებში ამ მხრივ პრაქტიკულად სრული კატასტროფაა. რაზეა ლაპარაკი, როცა თითქმის არ არსებობს საფეხბურთო აკადემიები. ცალკე თემაა ის, თუ როგორ მინდვრებზე უწევთ თამაში ნორჩ ფეხბურთელებს.

წავიდა ის დრო, როცა ფეხბურთელი სილასა და ქვა-ღორღზე იზრდებოდა. ბოლოს და ბოლოს, გვინდა თუ არა, დღეს ყველა ბავშვი ინტერნეტზეა მიჯაჭვული და ისინი ნათლად ხედავენ, რა ვითარებაში ვარჯიშობენ საზღვარგარეთ მათი თანატოლები.

თბილისში არის მეტ-ნაკლები პირობები, რეგიონებში კი... არ მინდა, რამე გამომრჩეს, მაგრამ რაც თავში მომდის, ახლა მხოლოდ ზუგდიდი და ზესტაფონია. სადაც მოზარდებს კარგ პირობებში უწევთ ვარჯიში. თუ რომელიმე ქალაქი გამომრჩა, ბოდიშს მოვიხდი და მხოლოდ გავიხარებ.

ამიტომაა, ყველა რომ თბილისში გარბის. ეს კიდევ ერთი დიდი პრობლემაა და ამაზე გაკვრით უკვე დავწერეთ. რა თქმა უნდა, ჩვენს მცირე წერილში (თემის აქტუალურობასთან შედარებით) სრულად ვერ მოვიცავით პრობლემათა სპექტრი, მაგრამ მათ გარკვეულ ნაწილს მაინც შევეხეთ. ფაქტია, ქართული ფეხბურთის თითქმის ყველა სეგმენტში ევოლუციის კი არა, რევოლუციის დროა.

და კიდევ ერთი: ზოგადად, დრო ქართული ფეხბურთის საწინააღმდეგოდ მუშაობს. დაყოვნება აღარ შეიძლება!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 21 /
ისევ ცარიელი სიტყვების რახარუხი.
ვაკრიტიკებდი კონცეფციას არავინ
მისმენდა. გახსენებთ:თბილისი 3 გუნდი. იმერეთი 3 გუნდი. აჭარა 2გუნდი. ქართლი 1 გუნდი. სამეგრელო
1 გუნდი. აფხაზეთი 0 გუნდი. გურია 0
გუნდი. კახეთი 0 გუნდი.
გასუბრება, რომ გეკადრებიათ ძველ
და ახალ ხელმძღვანელობას, ასეთი
კრახის მოწმე დღეს არ ვიქნებოდით.
ყველაფერი თავიდანაა დასაწყები.
მზად მაქვს კონცეფცია და მივიღებ
კონკურსში მონაწილეობას თუ კი
გამოაცხადებთ.
სამწუხაროდ სპორტის სამინისტრო
და ფედერაცია, ერთმანეთის ღირსი
ორგანიზაციებია და ამათ გადაკეთებას
ახალი ავაშენოთ ჯობია.

ვეტერანი
19 ივლისი 2017 16:22
0
ბავშვთა ფეხბურთს მიხედეთ, საშინელება ხდება სად იზრდებიან ბავშვები, დინამოს მეტი პირობები ფაქტიურად არც ერთ სკოლას არ აქვს, მეტნაკლებად საბურთალოსაც არაუშვას, ნახეთ რა საფარზე თამაშOბენ ავაზაზე ბავშვები, იქ სადად უამრავი ფეხბურთელი აღიზარდა მათშორის დღევანდელი ფედერაციის ხელმძღვანელი ბ-ნი ლევანი, ეს სამომავლოდ გარანტირებულ ტრავმებს და ჯანმრთელობა შერყეულ ახალგაზრდობას ნიშნავს ვინღა ჩივის მათ ფეხბურთს!
geoachi
19 ივლისი 2017 16:18
0
ახლახანს დამთავრდა ევროპის 19 წლამდე ახალგაზრდათა ჩემპიონატი ფეხბურთში. სადაც თვალნათლივ გამოჩნდა რომ საქართველოს არც მთლად წყალწაღებულები ვართ ბოლოს და ბოლოს ევროპის რვა ქვეყანაში მაინც ვართ. დაახლოებით ასეთი მდგომარეობა არის სულ დაახლოებით ბოლო 10 წელია. აი როდესაც 21 წლის ასაკისანი ხდებიან იქ უკვე ვეღარ აღწევენ წარმატებას. პირველ ნაკრებში კი სერიოზული კატასტროფაა. ახლა ვსვამ კითხვას თუ ბავშვთა ფეხბურთში პრობლემებია, რატომაა 19 წლიანების წარმატებები თვალსაჩინო?
gia
19 ივლისი 2017 16:11
0
სიმართლეა ეს წერილი მე ვარ ერთ-ერთი მსხვერპლი დღეს 100 ლარად ვთამაშობ
gio
19 ივლისი 2017 16:01
0
Otar getanxmebi 100%. Es jurnalistebic eridebian saxelebs iq redaqtori, iq vai da gamomadges rameshi da mere ra vqna. Ai egaa ra ertmanetzea gadajachvuli zveli drois komunizmuri sistema. Shechames qartuli sporti am tkipebma. Puls ro gamoacli tavisit gacurdebian es ,professionalebi"
Saxelebi da gvarebi daidos moxdes lustracia am nazirlevis jurnelistebo gamopxizldit tqvenc! ! Didi Zala gaqvt da igrzenit pasuxismgebloba
Ice
19 ივლისი 2017 15:48
0
ამბობთ ფეხბურთი და სწავლა ძალიან ხშირად ერთად არ გამოდისო და ეს არის ჩვენი ფეხბურთის ყველაზე დიდი პრობლემა.

რამდენიმე ჩემი მოსწავლე უცხოეთის საუკეთესო საფეხბურთო სკოლაში მიიღეს და პირველ რიგში აზროვნება და ინტელექტი შეუმოწმეს (თავის ტვინის ორივე ნახევარსფერო თანაბრად მუშაობდა თუ არ ისიც კი გადაამოწმეს), ამის შემდეგ კი ბურთის ცოდნა და სირბილი.

როგორ ფიქრობთ, საქართველოში ფეხბურთის რამდენმა მწვრთნელმა იცის თუ რა ვარჯიშებით ვითარდება ადამიანის თავის ტვინის ორივე ნახევარსფერო თანაბრად?
გუჯა კახაძე
19 ივლისი 2017 15:42
0
ამ შედეგზე რაც ქართულმა გუნდებმა აჩვენეს სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ფედერაციას და არა კონკრეტულად გია ცეცაძეს ან ფრუიძეს ან ვინმე სხვას, მხოლოდ ერთ გუნდს რომ ეჩვენებინა ეს სამარცხვინო შედეგი ვიტყოდით რომ ეს თვითონ გუნდის, ან მწვრთნელის, ან გუნდის მენეჯმენტის ან ფეხბურთელების ბრალია, მაგრამ როცა 4 გუნდიდან ვერც ერთი გუნდი 8 თამაშში ვერ ახერხებს გამარჯვებას, როცა ქვეყნის ჩემპიონი საერთო ჯამში 0-6 აგებს აზერბაიჯანულ გუნდთან, როცა თასის მპლობელი გუნდი საერთო ჯამში 8-1 აგებს სლოვაკეთის საშუალოზე დაბალ გუნდთან(ზოგადად სლოვაკური არცერთი გუნდი არ განეკუთვნება საშუალო ევროპულ გუნდს), როცა 4 გუნდიდან ვერც ერთი ვერ აღწევს თუნდაც იმას რომ განმეორებით მატჩს აზრი ქონდეს, როცა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, ჯგუფში ნახევარზე მეტი ჩატარებული შეხვედრებიდან ვერ ახერხებს თუნდაც ერთი თამაშის მოგებას ეს ნიშნავს რომ საქმე გვაქვს სისტემურ პრობლემასთან, და თუარა ფეხბურთის ფედერაცია მაშინ იქნებ ვინმემ გვითხრას სხვა ვინ არის პასუხისმგებელი? სოფლის მეურნეობის სამინისტრო? მაშინ ფეხბურთის ფედერაციის მუშაობა რითი შეფასდეს? დაგებული გზებით, სოფლების გაზიფიკაციით, ნაპირგამაგრებითი სამუშაოებით.....?? ქართული ფეხბურთი არის ჩაძირული კორუპციის ჭაობში და არც ფედერაციას და არც კლუბების ხელმძღვანელობას არ სურს რომ რაიმე შეცვალოს, იმიტომ რომ უარს ვერ იტყვიან ასე იოლად დიდი ფულის შოვნისგან, შეიძლება იყოს რაღაც არაფრის მომცემი ფასადური ტიპის ცვლილებები. აი როცა კობიაშვილი და მისი ბანდა ფედერაციაში გაიზიარებს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ბედს, როცა კობიაშვილს მიაყოლებენ ფედერაციის წინა ხელმძღვანელობასაც, გუნდების მართველობაში მოკალათებულ საბიუჯეტო ფულის მხვრელ ვირთხებსაც, როცა კლუბები იქნება მხოლოდ კერძო მეპატრონეების აი შემდეგ იქნება წინსვლაც, მანამდე ქართული ფეხბურთი იქნება ამ ჭაობში, მომავალ წელს უარესი შედეგი იქნება, წელს თუ ავსტრიულმა, აზერბაიჯანულმა, პოლონურმა და სლოვაკურმა კლუბებმა გამოაგდო ქართული კლუბები, მომავალ წელს ქართულ კლუბებს გამოაგდებს ფარერების, ისლადიის, ლუქსემბურგის კლუბები იმიტომ რომ ისინი ვითარდებიან. იმ გზით რა გზითაც დღეს ქართული ფეხბურთი მიდის სხვა შედეგი გამორიცხულია
gio
19 ივლისი 2017 15:28
0
ფეხბურთელის მშობელი ვარ და სამწუხაროდ ვნანობ რომ სპორტის ეს სახეობა ავირჩიეთ!მწვრთნელებთან ურთიერთობამ სიცოცხლე გამიმწარა.კონკრეტულად:ავაზა,35 ე სკოლა,დინამოს აკადემია ,ლოკომოტივი,ცხინვალი ეს ის გუნდებია სადაც ჩემი შვილები დადიოდნენ თუ დღესაც დადიან და გეტყვით რომ ყველგან ერთნაირი ,კორუმპირებული და უცოდინარი მწვრთნელები არიან.შემიძლია გვარებიც ჩამოვთვალო.იმდენი ბავშვი დაიჩაგრა ამ წლების განმავლობაში ჩემი შვილების ჩათვლით,რომ მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.ზბორის თემა თუ ფორმების,ბურთების თუ ტურნირების ,მსაჯების თუ ტრანსპორტის ყველაფერი მშობლის კისერზეა.გადასახადი ხო უფრო მეტია ეხლა ვიდრე თუნდაც ორი წლის წინ.დოლარმა მოიმატაო და... მოკლედ სანამ ფეხბურთის მეტად მოყვარული არ მოვა ფედერაციის პრეზიდენტად ვიდრე ფულის,არაფერი გვეშველებაშ!!!
Zviad
19 ივლისი 2017 15:18
0

სანამ ბოლომდე სიმართლის თქმას არ ვისწავლით, მანამდე არაფერი გვეშველება.
ეს თქვენც გეხებათ:

" რა თქმა უნდა, ჩვენ გვყავს ფეხბურთში ბოლომდე ჩახედული, მართლაც კვალიფიციური ბავშვთა მწვრთნელები, მაგრამ მათი რაოდენობა, სამწუხაროდ, ძალიან მცირეა. თუ დავაკვირდებით, იმ ქართველ ფეხბურთელებს, ასე თუ ისე, წარმატებით რომ თამაშობენ ეროვნულ ნაკრებსა თუ უცხოურ კლუბებში, ძირითადად ერთი და იგივე სპეციალისტები ზრდიან. იმას, რასაც ჩვენ ახლა დავწერთ, მათ არამც და არამც არ ეხებათ..."

თუ კი იმათ სახელებს ვერ ამბობთ ვისაც ეხება, ისინი მაინც გაგეცნოთ ჩვენთვის ვისაც თქვენი აზრით ეგ შენიშვნები არ ეხება.
თუ გეშინიათ ვინმე არ გამოგრჩეთ მაშინ თქვით, რომ ჩვენ ამათზე ვიცით და კიდე თუ მშაობს ვინმე სწორად მოგვაწოდეთ და ვიტყვი თქო.
მაგრამ არა საქრთველოში დღეს ეს ნახევრად სიმართლეა გაბატონებული და ყველა ყველას ერიდება.
სწორედ ამიტომაცა ვართ "მოწინავე პოზიციებზე" ყველა სფეროში.
ოთარი
19 ივლისი 2017 15:07
0
Aekrzalos dafinanseba da xelpasebi da es chaobi nacnobobit mowyoba gundshi tavisit moispoba. Gadaketdes Samoyvarulo chempionatad da visac pexburti unda marto is darcheba.

Aba tqven gindat chemi puli..?
Ice
19 ივლისი 2017 14:58
0

სიახლეები პოპულარული