"ფონდის მიერ ჩარიცხული თანხის უმეტესი ნაწილი აკადემიებს უნდა მოხმარდეს!"

AutoSharing Option
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი 20 ივლისს, გადაცემა "სპორტი იმედზე"-ს სტუმარი იყო და სხვა საკითხებთან ერთად, ფეხბურთის განვითარების ფონდზეც ისაუბრა.

მინისტრის თქმით, იმ თანხის უმეტესი ნაწილი, რომელსაც კლუბებს ფეხბურთის განვითარების ფონდი ურიცხავს, აკადმიებს უნდა მოხმარდეს.

"მინდა, ხალხმა დაინახოს, რომ ეს ფული ხვალინდელი დღისთვის, მომავლისთვის იხარჯება. კლუბებმა ხელფასებისთვის განკუთვნილი თანხები თავად მოიძიონ, მე კი რეკომენდაციით მივმართავ როგორც ფონდს, ისე ფეხბურთის ფედერაციას, რომ კლუბებში გადარიცხული თანხის უმეტესი ნაწილი აკადემიის განვით
არებას მოხმარდეს.

თუ ასე გაგრძელდა, ევროტურნირებზე ჩვენი კლუბებისგან განსაკუთრებულ შედეგს არ უნდა ველოდოთ. სჯობს, ეს ფინანსები ახალაგზრდა თაობას დავახარჯოთ, კლუბებმა აღზარდონ ისინი და მერე, შედეგიც იქნება", - თქვა მინისტრმა.
მკითხველის კომენტარები / 12 /
ნაღდად არა ვარ ამ მთავრობის მომხრე და არც ვიქნები, მაგრამ ეს კაცი ალბათ ერთერთია იმ თითზე ჩამოსათვლელ ხალხში, რომლებიც სიმპათიას იმსახურებენ, საქართველოს ყოველთვის უკან წავიდა მაშინ, როცა კარგს კარგი არ ვუწოდეთ და ცუდს ცუდი.
0
ფეხბურთის განვითარების ფონდის ფეისბუქზე ფონდის მისია ასე ხასიათდება: "ფონდის მიზანია ქართული ფეხბურთის განვითარება, მისი პოპულარიზაცია და სტაბილური ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველყოფა". ამ სამი მიზნიდან, მხოლოდ ერთს ახერხებენ - სტაბილურ ფინანსურ მხარდაჭერას. ფეხბურთის განვითარების და პოპულარიზაციის მხრივ არ ჩანს ძვრები. ფულის ჩუქებით ვერ განვითარდება ფეხბურთი. საჭირო არის სასწრაფოდ რეალური, შედეგზე ორიენტირებული გეგმის კანონის სახით მიღება! ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე რომ ასობით მილიონი ლარი გაედინება ბიუჯეტიდან და შედეგი არის ნული? ამაზე პასუხისმგებელი არის მთავრობა, პარლამენტის სპორტის კომიტეტი და ფეხბურთის ფედერაცია!
ლუკა
23:34 22-07-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული