"ფონდის მიერ ჩარიცხული თანხის უმეტესი ნაწილი აკადემიებს უნდა მოხმარდეს!"

AutoSharing Option
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი 20 ივლისს, გადაცემა "სპორტი იმედზე"-ს სტუმარი იყო და სხვა საკითხებთან ერთად, ფეხბურთის განვითარების ფონდზეც ისაუბრა.

მინისტრის თქმით, იმ თანხის უმეტესი ნაწილი, რომელსაც კლუბებს ფეხბურთის განვითარების ფონდი ურიცხავს, აკადმიებს უნდა მოხმარდეს.

"მინდა, ხალხმა დაინახოს, რომ ეს ფული ხვალინდელი დღისთვის, მომავლისთვის იხარჯება. კლუბებმა ხელფასებისთვის განკუთვნილი თანხები თავად მოიძიონ, მე კი რეკომენდაციით მივმართავ როგორც ფონდს, ისე ფეხბურთის ფედერაციას, რომ კლუბებში გადარიცხული თანხის უმეტესი ნაწილი აკადემიის განვით
არებას მოხმარდეს.

თუ ასე გაგრძელდა, ევროტურნირებზე ჩვენი კლუბებისგან განსაკუთრებულ შედეგს არ უნდა ველოდოთ. სჯობს, ეს ფინანსები ახალაგზრდა თაობას დავახარჯოთ, კლუბებმა აღზარდონ ისინი და მერე, შედეგიც იქნება", - თქვა მინისტრმა.
მკითხველის კომენტარები / 12 /
ნაღდად არა ვარ ამ მთავრობის მომხრე და არც ვიქნები, მაგრამ ეს კაცი ალბათ ერთერთია იმ თითზე ჩამოსათვლელ ხალხში, რომლებიც სიმპათიას იმსახურებენ, საქართველოს ყოველთვის უკან წავიდა მაშინ, როცა კარგს კარგი არ ვუწოდეთ და ცუდს ცუდი.
Bmb
23 ივლისი 2017 11:23
0
ფეხბურთის განვითარების ფონდის ფეისბუქზე ფონდის მისია ასე ხასიათდება: "ფონდის მიზანია ქართული ფეხბურთის განვითარება, მისი პოპულარიზაცია და სტაბილური ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველყოფა". ამ სამი მიზნიდან, მხოლოდ ერთს ახერხებენ - სტაბილურ ფინანსურ მხარდაჭერას. ფეხბურთის განვითარების და პოპულარიზაციის მხრივ არ ჩანს ძვრები. ფულის ჩუქებით ვერ განვითარდება ფეხბურთი. საჭირო არის სასწრაფოდ რეალური, შედეგზე ორიენტირებული გეგმის კანონის სახით მიღება! ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე რომ ასობით მილიონი ლარი გაედინება ბიუჯეტიდან და შედეგი არის ნული? ამაზე პასუხისმგებელი არის მთავრობა, პარლამენტის სპორტის კომიტეტი და ფეხბურთის ფედერაცია!
ლუკა
22 ივლისი 2017 23:34
0
გია-ს არ ვეთანხმები კატეგორიულად. შეიძლება მას პირადი უთანხმოება აქვს მაგრამ აქ ამის ადგილი არაა. უახლოსპერიოდს თუ გადავხედავთ ვნახავთ საქართველოში ჩატარებულ u20 მსოფლიო ჩემპიონატი რაგბში, u19 ევროპის ჩემპოონატი ფეხბურთში, ევროპის ჩემპიონატი ფარიკაობაში, ეხლა ჩატარდება მსოფლიო ჩემპიონატი ფრენბურთში და ხელნურთში, ჩატარდა ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი.... რავიცი ამას მგონი შრომა ჭირდება რომ ამდენი ღონისძიება წამოიღო და წაართვა სხვა ქვწყნებს... ასე რომ მგონი პიროქოთააა გიუშ :) ;)
dave
22 ივლისი 2017 22:57
0
ერთი დამისახელეთ, რომელი გვყავდა ამაზე უკეთესი მინისტრი დამოუკიდებელი საქართველოს ისტგორიაში და რა გააკეთა აქამდე კერძოდ ქართული ფეხბურთის განვითარებსთვის?
irakli
22 ივლისი 2017 22:03
0
40 ზე მეტი მილიონერი გვყავს მთავრობასა და პარლამენტში , ნეტავ რატოო კითხვა გაუჩნდება მოაზროვნე ადამიანს ? პასუხის გაცემა ადვილია - თავიანთ ბიზნესებს და მილიონებს კრიშავენ !!! ამათ არც სპორტის განვითარება ადარდებთ და არც ქვეყნის . ეს არის სამწუხარო რეალობა ... :-(
დათო-სიმართლე
22 ივლისი 2017 21:01
0
40 ზე მეტი მილიონერი ყავს ქართულ ოცნებას მთავრობასა და პარლამენტში , ადგნენ და თავიანთთი ფულები დააბანდონ წყალ წაღებულ ქართულ ფეხბურთში, შეეშვან ბიუჯეტიდან ფულების გადარიცხვას და თავიანთი პარტიული მუშაკების დასაქმებას არა კეძო კლუბებში .....
სიმართლე
22 ივლისი 2017 20:39
0
ხეჩიკაშვილის დამცველად ნამდვილად არგამოვდგები მარა ყველაზე ყველაზე ნამდვილად არარის თუ უახლეს ისტორიას ფადავხედავთ სპორტისას.დდ განსაკუთრებით უახლეს ათ წელიწადს.
quTaiseli
22 ივლისი 2017 19:59
0
საქართველოს ისტორიაში,და ქართული სპორტის ისტორიაში,უფრო სუსტი,და აბსოლუტურად არა კომპეტენტური მინისტრი,როგორიც ხეჩიკაშვილია,ქართულ სპორტს ჯერ არ ყოლია....გორსალიზმის ზეობაა საქართველოში!
გია
22 ივლისი 2017 17:44
0
მართალი ხარ დათო. დროა ჩვენც გვკითხონ 350 მილიონის სხვა რამეში დახარჯვა ხომ არ გვირჩევნია როცა ჩვენი ფულია ეს და ჩვენი გადასახადებიდან შეგროვილი. ეს ფული ქართული ღვინის პიარში რომ დავხარჯოთ და ღვინის მწარმოებლებს აღარ უჭირდეთ გაყიდვა ეს უკეთესი იქნება ჩემი აზრით ან ატმის გაყიდვაში დავეხმაროთ ან განათლებაში ჩავდოთ. არაა ცოტა 350 მილიონი და ბევრი უფრო მნიშვნელოვანი რამაა ქვეყანაშ საჭირო ვიდრე ვაი ფეხბურთელების და მწვრთნელებისთვის "ბეენვეების" ყიდვა.
gia
22 ივლისი 2017 15:11
0
ახალი აღმოჩენა გავაკეთე თურმე
სპორტის სამინისტრომ, რომ დაგაფინანსოთ უნდა მიიღოთ აღიარება მინისტრთან არსებული რაღაც ჯგუფის
დასკვნის საფუძველზე.
გამოდის ხეჩიკაშვილს უღიარებია
ფიფა იმ ორგანიზაციად, რომელსაც
ფინანსური დახმარება სჭირდება.
ვეტერანი
22 ივლისი 2017 15:01
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული