რამდენი აქვთ ხელფასი ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდში

AutoSharing Option
საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა დასკვნა, რომელშიც ვკითხულობთ, რომ "ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდში" არსებული ხელფასები კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს აღემატება.

მოდით, ჯერ დასკვნის ამ ნაწილს გაეცანით, მერე კი ფონდის ხელმძღვანელის კომენტარსაც შემოგთავაზებთ:

"ფონდის მიერ სახელფასო ფონდის განსაზღვრისას არ არის გათვალისწინებული საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნები, რის შედეგადაც ადგილი აქვს საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის 22-ე მუხლით განსაზღვრული შეზღუდვების უგულებელყოფას, კერძოდ: ფონდის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ფაქტობრივად დასაქმებული თანამშრომლების საშუალო თანამდებობრივი სარგო აღემატება კანონმდებლობით დადგენილ 1500 ლარს, ხოლო
ფონდის დირექტორის თანამდებობრივი სარგო აღემატება საქართველოს მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობრივ სარგოს - 2950 ლარს...

...2016 წლის განმავლობაში ფონდში შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ფაქტობრივად დასაქმებული თანამშრომლების საშუალო თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 3 ათას ლარს, მაშინ, როცა მოქმედი კანონმდებლობით ის არ უნდა აღემატებოდეს 1500 ლარს.

2016 წელს ფონდის დირექტორის თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 6250 ლარს, მაშინ როდესაც ის არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობრივ სარგოს - 2950 ლარს.

სამინისტროს მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი საქართველოს მთავრობასთან შეთანხმება საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვებიდან გამონაკლისის დაშვების თაობაზე".

"ლელო" ფეხბურთის განვითარების ფონდის დირექტორ ზაზა დოლიძეს დაუკავშირდა და კომენტარი სთხოვა:

"ჩვენ ვალდებულები ვართ, შევასრულოთ, რაც აუდიტის დასკვნაში წერია და უახლოეს პერიოდში ვაპირებთ, ეს ყველაფერი კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოვიყვანოთ. მაგრამ აქვე ვიტყვი, რომ ეს იყო არა კანონდარღვევა, არამედ - შეუსაბამობა, რაც სხვადასხვა რამაა.

ფონდში სულ 6 ადამიანია დასაქმებული და ყოველთვიური სახელფასო ფონდი შეადგენს 16 ათას ლარს. მესმის, რომ დასკვნაში მინიშნებული შეუსაბამობა უნდა აღმოიფხვრას, მაგრამ ეს ხალხი უდიდეს სამუშაოს ასრულებს და ნურავინ იტყვის, რომ მხოლოდ ხელფასებს იღებს - ჩვენ 80 კლუბსა და ექვს უმნიშვნელოვანეს პროექტს ვემსახურებით და ვისაც ესმის, კარგად გაიგებს, რა შრომატევადი საქმეა ეს. თანაც ეს ხალხი კერძო სექტორიდან მოვიზიდეთ, რადგან თავისი საქმის პროფესიონალები არიან, ასეთებს კი შესაბამისი ანაზღაურებაც სჭირდებათ. იმას კი ვერავინ იტყვის, რომ ეს პროფესიონალებისთვის შეუსაბამო ხელფასებია", - ამბობს დოლიძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 58 /
ვეთანხმები "ბუჟანგას"
tamazino
26 ივლისი 2017 12:50
0
kide vimeoreb.qvekanahi uamravi ganatlebuli sazgvar garet codna migebuli adamiani umuhevari zis saxhi.ar undat mat ormagi xelfasi da premiebi. Gamoacxadet konkursi,haataret patiosnad,da gamarjvebuli daasaqmet xelhekrulebit im 1500 xelfasebze.
S.P
26 ივლისი 2017 11:53
0
ბატონო ზაზა სახეზეა თქვენი მუშაობა, ფაქტი ის არისა,რომ საქართველოში ფულის გარდა ფეხბურთი აღარავის აინტერესებს
nini
26 ივლისი 2017 11:39
0
სუფთა თაღლითები
222
26 ივლისი 2017 11:34
0
არის ორი უკიდურესობა, დაბალი ხელფასები და კორიფციული გარიგებები და მე-2 შესაბამისი ხელფასი და პატიოსნად მუშაობა. მე ყველა ვარიანტში მე-2 ვარიანტი მიმაჩნია გამართლებულად. თუმცა როგორც დავწერე ხელფასების დადგენისას ბევრი ფაქტორი უნდა იქნეს გათვალისწინებული, 37 მლნ ლარის მხარჯველს უნდა ჰქონდეს იმდენი ხელფასი, რომ ცდუნებამ არ უნდა წასძლიოს. იცე კი ქვეყანასაც და მ. შ. ფეხბურთსაც განავითარებს მუშაობა კორუფციის და ნეპოტიზმის გარეშე.
gizog
26 ივლისი 2017 10:19
0
რახელფასები აქვთ ფეხბურთში ზოგჯერ თვეები გადის ისე ხელფას არ ადზლევთ და გროშები რაგაც მიტომ გკავთ კარგი ფეხბურთელები არც გეკოლებათ და ვერც ეგირსებით სანამ წესიერათ არ მისცემთ ხელფასებს მათ ოჯახები ჰკავთ და კაპიკებში თქვენს ბურთს ვერ სდევენ წადით და ნახეთ რას უხდიან საზვარგარეთ ფეხბურთელებს
mari
26 ივლისი 2017 08:46
0
a,batono gamoqveknda ager auditis samsaxuris daskvna.aris kanon dargveva auditis ganmartebit,magram amisatvis txovs mat pasuxs,agebs amistvis vinme pasuxs.admn aba hen ici tu mimblokav.
paxumi
26 ივლისი 2017 08:45
0
gamagebinet vinmem gtxovt sad xedavt aq profesionalizms da gaketebul saqmes!???
S.P
26 ივლისი 2017 07:25
0
ცოტა გაუგებარია ამ ფონიდის დანიშნულება და მიზანი...როგორც ვიცი მუნიციპალიტეტებს შეაქვს ეს თანხა ფონდში და ადგილბრივ გუნდებს ბოლომე არ ხმარდება...რა საჭიროებაა ასეთი რომ მუნიციპალიტეტიდან ფული ირიცხებოდეს ფონდში და ფონდიდან იღებდნენ ხელფასებს ადგილობრივი კლუბები..როცა ეგ ადგილზეც მშვენივრად ხერხდებოდა..სხვა რას აკეთებს ფონდი ფეხბურთს განვითარების მიზნით...ფედერაცია რა საკეთებს მაშინ? იქნებ ამიხსნას ვინმემ ვინც იცის..
bujanga
26 ივლისი 2017 07:16
0
დაანებეთ ხალხნო თავი, ხო ხედავთ პროფესიონალები არიან მიწვეული და აკეთებენ მნიშვნელოვან საქმეებს... აყვავდა და ააყვავეს ფეხბურთი...
chele
26 ივლისი 2017 01:01
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული