ფეხბურთის მატჩის ბილეთი ქორწილის მოსაწვევის ნაცვლად

AutoSharing Option
სერბულმა წყვილმა, ნებოიშა დავიდოვიჩმა და ელენა ჟიჩევიჩმა, ქორწილის სტუმრებს ორიგინალური მოსაწვევები გაუგზავნა.

მოსაწვევი ფეხბურთის მატჩის ბილეთის სტილშია გაკეთებული. დაკონკრეტებულია მონაწილე გუნდებიც: "ცრვენა ზვეზდა" და "პარტიზანი". ამ გუნდებს შორის დაპირისპირება კი სერბულ ფეხბურთში უმთავრესია.

მოსაწვევიდან ირკვევა, რომ ქორწილი 16 სექტემბერს გაიმართება. მოსაწვევის სურათიდან ასევე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ნებოიშა დავიდოვიჩი "ცრვენა ზვეზდას" გულშემატკივარია, ხოლო ელენა ჟიჩევიჩი - "პარტიზანის".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული