საქართველოს უეფას კოეფიციენტთა ცხრილში ლიტვამ გაასწრო, შანსი ლუქსემბურგსაც აქვს

AutoSharing Option
ქართული კლუბები უეფას საკლუბო ტურნირებში აღარ არიან, მაგრამ ამ ზაფხულს მათ იმდენად კატასტროფულად იასპარეზეს, რომ საქართველო უეფას საკლუბო კოეფიციენტთა მიმდინარე რეიტინგში კვლავ კარგავს პოზიციას.

"სამტრედიის" კრახმა საქართველო უეფას ცხრილში კიდევ ერთი ადგილით დახია უკან

ჩემპიონთა ლიგისა და ევროპალიგის III საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩების მერე საქართველოს რეიტინგში ლიტვამაც გადაუსწრო. "სუდოვასა" და "ტრაკაის" კარგი თამაშის წყალობით, ლიტვამ ამ სეზონში 2,125 ქულა უკვე დააგროვა, როცა ჩვენი მონაგარი 0,125 ქულაა.

დღეისთვის საქართველო 45-ე პოზიციაზეა 5,0 ქულით. აღსანიშნავია, რომ ევროთასების დაწყებამდე ჩვენი ქვეყანა მე-40 პოზიციაზე
იყო. მეტი უკუსვლა ამ სეზონში ნაკლებად არის მოსალოდნელი, ჩვენი გადასწრების შანსი მხოლოდ ლუქსემბურგს აქვს, რომლის "ფოლაც" საპასუხო მატჩში შვედურ "ოსტერსუნდს" უმასპინძლებს (პირველი 0:1 წააგო). ლუქსემბურგს 4,375 ქულა აქვს.

თუ საქართველო საკლუბო რეიტინგში 52-ე ადგილამდე დაქვეითდება (რაც ამ სეზონში ნამდვილად აღარ ელის), მაშინ ჩვენი ქვეყანა ევროთასებზე ერთით ნაკლები წარმომადგენლით წარდგება - 1 ჩემპიონთა ლიგაზე და 2 ევროპალიგაზე (3-ის ნაცვლად).

წლეულს ჩვენზე უკეთ იასპარეზა უეფას 55 წევრიდან 53-მა (კოსოვოს ქულა არ დაუგროვებია). გვაჯობეს ისეთმა ქვეყნებმა, როგორებიც სან მარინო და ანდორაა (0,166 ქულა თითოეულს).

შეგახსენებთ, რომ 2017/18 წლების სეზონში საქართველოს ჩემპიონთა ლიგაზე "სამტრედია" წარადგენდა, რომელიც II საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაერთო და პირველივე ბარიერი ვერ გაიარა. ევროპალიგის I საკვალიფიკაციო ეტაპზე დამარცხდნენ ბათუმის "დინამო", საჩხერის "ჩიხურა" და ქუთაისის "ტორპედო".
მკითხველის კომენტარები / 14 /
კოსოვო სახუმარო გგონიათ?მიდით და ეთამაშეთ ვნახავთ რა შედეგს დადებთ... ალბანეთზე ლაპარაკიც კი ზედმეტია
ebbe sandi
10:21 01-08-2017
0
ჯერ სანაკრებო (საკლუბო ხომ გლიჯავს ევროტურნირებზე) თამაში არ მოგიგიათ და ქულებს რაში მოგანიჭებდნენ?
0

სიახლეები პოპულარული